
ჩვენება: კამისტადი® სპრეი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ძნელად მისაწვდომი ადგილების მიზანმიმართული მოვლისთვის.
კამისტადი®
სპრეი
აღწერა:
გამჭვირვალე სითხე გვირილის სუნითა და გემოთი
წყალი, პროპილენგლიკოლი, სამკურნალო გვირილის ყვავილების ექსტრაქტი, ლაურეტ-9, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი, ლიმონის მჟავა.
კამისტადი® სპრეი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ძნელად მისაწვდომი ადგილების მიზანმიმართული მოვლისთვის:
· სამკურნალო გვირილის ყვავილების ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი თვისებები, ხელს უწყობს გაღიზიანებული პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების მოშუშებას, განკუთვნილია მგრძნობიარე ღრძილების მოსავლელად და ხელს უწყობს ანთების ალაგებას.
· ლაურეტ-9-ს (პოლიდოკანოლი) აქვს გამაგრილებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედება
· ნატრიუმის ჰიალურონატი ხელს უწყობს პარადონტის ქსოვილების დატენიანებას
· არ შეიცავს შაქარს
· არ შეიცავს სპირტს
განათავსეთ მოსატრიალებელი საცმი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების მონაკვეთის მიმართულებით, დააჭირეთ საცმს. 1-2 შესხურება დილით და საღამოს კბილების გაწმენდის შემდეგ ან საჭიროების შესაბამისად.
· გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ
· არ შეისუნთქოთ გამოყენების დროს
· არ გამოიყენოთ ნებისმიერი ინგრედიენტისადმი ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის დროს
· შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას