
ჩვენება: ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
დოპელჰერცი აქტივი ფლუ სტოპი
შუშხუნა ტაბლეტები
ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
თუთია- მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფერმენტულ რეაქციებში, დნმ-ს და ცილის სინთეზში, ამცირებს ჭრილობის შეხორცების დროს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ზრდის კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურულ სიძლიერეს, აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება
ვიტამინი D3 – გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისადა რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, მაკროფაგების გამრავლების პროცესში, აძლიერებს მათ აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ შეთვისებას და სხვ.
ვიტამინი A – ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, სხეულის ზრდას და განვითარებას. ზრდის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.
ვიტამინი E - ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
სელენი- შეუცვლელი მიკროელემენტია, აძლიერებს იმუნიტეტს, ძლიერი ანტიოქსიდანტია, გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (გულსისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები და ა.შ)
•მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ტონზილიტი, ლარინგიტი, რინოსინუსიტი, შუა ყურის ოტიტი, ბრონქიტი)
• სეზონური გრიპი და გაციება
• სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
• ასთმა, ალერგია
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი C - 800 მგ, ვიტამინი D3 - 25 მკგ , ვიტამინი B12 - 30 მკგ, თუთია - 10 მგ, სელენი - 55 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში მოზრდილებში, იხსნება 200 მლ წყალში.
გამოშვების ფორმა:
№15 შუშხუნა ტაბლეტი ლიმონის არომატით.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ :Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი A-Z პლუს იმუნი 20 პაკეტი