
ჩვენება: გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიწითლისა და შეშუპების (ანთების) შესამცირებლად .
აცეკლოფენაკი
აცეკლოფენაკი 100 მგ
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მთელი ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია:
1. რა არის აცეკლოფენაკი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ აცეკლოფენაკის მიღებამდე.
3. როგორ მივიღოთ აცეკლოფენაკი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შეინახოთ აცეკლოფენაკი
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
აცეკლოფენაკი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs). მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, რაც იწვევს შეშუპების, სიწითლის (ანთება) და ტკივილის შემცირებას. პრეპარატი/აქტიური ნივთიერება აცეკლოფენაკია.
აცეკლოფენაკი მოქმედებს ჰორმონის მსგავსი ნივთიერებების, პროსტაგლანდინების გამომუშავების ბლოკირებით.
პროსტაგლანდინები ასრულებენ ბევრ ფუნქციას ორგანიზმში, მათ შორის მნიშვნელოვან როლს იმაში, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ანთებაზე, ასევე როგორია კალციუმის რეაბსორბცია ძვლის ზოგიერთი დაავადებების დროს.
აცეკლოფენაკი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიწითლისა და შეშუპების (ანთების) შესამცირებლად პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ:
არ მიიღოთ აცეკლოფენაკი 100 მგ
აცეკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სანამ დაიწყებთ აცეკლოფენაკის მიღებას, აცნობეთ ექიმს, თუ:
შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ძალიან იშვიათად ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). რისკი უფრო მაღალია მკურნალობის პირველ თვეში. აცეკლოფენაკის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, როგორც კი გამოვლინდება პირველი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის შებოჭილობა, ქოშინი, ცხელება, გამონაყარი კანზე, კანის ტკივილი პირის გარშემო და სხვა ლორწოვანი გარსების წყლულების გამომწვევი, ან ჰიპერმგრძნობელობის რაიმე ნიშანი.
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აცეკლოფენაკი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ოდნავ გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით და გრძელვადიანი მკურნალობით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
სხვა მედიკამენტები და აცეკლოფენაკი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
გთხოვთ აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:
აცეკლოფენაკი საკვებთან და სასმელთან ერთად
აცეკლოფენაკის მიღება სასურველია ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ პრობლემები დაორსულებასთან დაკავშირებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გაართულონ დაორსულება.
არ მიიღოთ აცეკლოფენაკი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. ორსულობის დროს ამ მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოება ცნობილი არ არის. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
არ მიიღოთ აცეკლოფენაკი, ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მუცლადმყოფ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები მუცლადყოფნის პერიოდში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს დაგვიანებული მშობიარობა ან მშობიარობის პროცესის გახანგრძლივება. თქვენ არ უნდა მიიღოთ აცეკლოფენაკი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია და თქვენი ექიმის რჩევით. თუ თქვენ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან სანამ ცდილობთ დაორსულდეთ, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა უმოკლესი დროის განმავლობაში. თუ ღებულობთ აცეკლოფენაკს რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორსულობის 20 კვირადან დაწყებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს მუცლადმყოფ ბავშვში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ირგვლივ არსებული ამნიონური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიოზი) ან სისხლძარღვების შევიწროება (არტერიული სადინარი) ბავშვის გულში. თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.
აცეკლოფენაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. უცნობია გადადის თუ არა ეს წამალი დედის რძეში. არ არის რეკომენდებული მისი ორსულობის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ექიმი საჭიროდ ჩათვლის.
ავტომობილის ტარება და დანადგარების გამოყენება
თუ თქვენ ღებულობთ აცეკლოფენაკს და გაქვთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან მხედველობის რაიმე პრობლემა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან არ არის რეკომენდებული მექანიზმებთან მუშაობა.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თქვენ უნდა მიიღოთ ყველაზე დაბალი დოზა უმოკლეს დროში გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 200 მგ (აცეკლოფენაკის ორი ტაბლეტი). ერთი 100 მგ ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და ერთი საღამოს.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყალთან ერთად და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ. არ დაფშვნათ ან დაღეჭოთ ტაბლეტები.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ხანდაზმულები
თუ ხანდაზმული ადამიანი ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ განიცადოთ სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ აცეკლოფენაკს, დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას მკურნალობის უმოკლეს პერიოდში.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ აცეკლოფენაკს, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით მიიღეთ აცეკლოფენაკის ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. გთხოვთ, თან წაიღოთ ეს ინსტრუქცი ან აცეკლოფენაკის ტაბლეტების ყუთი საავადმყოფოში, რათა მათ იცოდნენ რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ აცეკლოფენაკის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ აცეკლოფენაკის მიღებას
არ შეწყვიტოთ აცეკლოფენაკის მიღება, სანამ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის მიღების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ აცეკლოფენაკის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი ალერგიული რეაქცია:
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხშირი( შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს):
იშვიათი( შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):
იშვიათი( შეიძლება განუვითარდეს 1 000-დან 1 ადამიანს):
ძალიან იშვიათი(შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანს):
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა ამ ტიპის წამლის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენებისას, შემდეგია:
გამონაკლის შემთხვევებში ჩუტყვავილათი დაინფიცირების დროს იწვევს კანის სერიოზულ ინფექციებს
გვერდითი ეფექტების მოხსენება
თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვა: ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე. ვადის გასვლის თარიღში იგულისხმება თვის ბოლო დღე. რეკომენდებულია აცეკლოფენაკის შენახვა თავდაპირველ ყუთში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს აცეკლოფენაკი
აქტიური ნივთიერებაა აცეკლოფენაკი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეკლოფენაკს .
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი-K-30, ნარინჯისფერი წითელი, გასუფთავებული წყალი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, აეროსილ-200;
შემომგარსავი მასალა: Shelf Coat PVA (პოლივინილის სპირტი, გასუფთავებული ტალკის ლეციტინი, ტიტანის დიოქსიდი), ნარინჯისფერ-წითელი ფერი.
შენახვის ვადა
36 თვე
როგორ გამოიყურება აცეკლოფენაკი და შეფუთვის შიგთავსი
აცეკლოფენაკის შემოგარსული ტაბლეტები 100 მგ:
ბალიშის ფორმის ფორთოხლის ფერის შემოგარსული ტაბლეტი, ცალ მხარეს DIL მონოგრამით, ხოლო მეორე მხარეს გაყოფის ნიშნით, ყოველგვარი ლაქების გარეშე.
შეფუთვის ზომები:
10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში და 5 ბლისტერი თითო ჩანართით თითოეულ კოლოფში.
გამოშვება:
ფარმაცევტული პროდუქტი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე , იხილეთ : AIRTAL - აერტალი 100 მგ. 60 ტაბლეტი