
ჩვენება:ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა,რაქიტისა და რაქიტისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკა.
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება
საკვები დანამატი
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 25 წვეთი) შეიცავს: აქტიური ნივთიერებას - ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - 10 000 სე.
1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქარი, პოლიეთილენგლიკოლი, პოლიოქსიეთილენსორბიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის პროცესს. ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მისი დეფიციტი ბევრად უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიტამინის. ვიტამინი D წარმოიქმნება კანში, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D 3 ვიტამინი D – ს ბუნებრივი ფორმაა და ვიტამინ D2-თან შედარებით ხასიათდება 25%-ით უფრო მეტი აქტივობით.
ვიტამინი D 3 კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორია, იგი აძლიერებს მათ შეწოვასა და მინერალური მარილების ტრანსპორტს.
ვიტამინი D 3 აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია, იგი ხელს უწყობს ბავშვებში ძვლოვანი ჩონჩხისა და კბილების ფორმირებას, ძვლების სტრუქტურების შენარჩუნებას.
ვიტამინი D3 აუცილებელია ფარისებრახლო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
საკვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს,
•ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
•რაქიტისა და რაქიტისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკა
•ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებისპროფილაქტკა
•მალაბსორბცია
•ლაქტოზის აუტანლობა
1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3-ს *%DV 100% (*DV(Daily Value)- ყოველდღიური ღირებულება)
ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე, 1-2 წვეთი დღე-ღამეში
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, 2-3 წვეთი დღე-ღამეში.
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 1 წვეთამდე დღე-ღამეში.
მიღების ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.
იშვიათად, ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, დიარეა, ნაწლავური კოლიკა, სხეულის მასის პროგრესული კლება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: სანდესპრი ჯუნიორი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას, მჭიდროდ დახურული სარქველით.
გამოშვების ფორმა: 20 მლ წვეთები, მარწყვის არომატით.