
რივოქსარი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მდგომარეობებისთვის
- თრომბის ფორმირების პრევენციისთვის, სერიოზული ორთოპედული ოპერაციის შემდეგ. ეს ოპერაცია ტარდება ბარძაყზე ან მუხლზე. ოპერაციის დროს დაგესვათ სისხლის თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკის დიაგნოზი.
- ქვედა კუდურების ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) მკურნალობა და სისხლის თრომბების მეორადად განვითარების პრევენცია ქვედა კიდურების ან / და ფილტვების სისხლძარღვებში.
RIVOKSAR - რივოქსარი 10მგ 10 ტაბლეტი
რივოქსარი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10მგ
გამოიყენება ორალურად
▼ეს მედიკამენტი არის დამატებითი მონიტორინგის სუბიექტი. ეს ხელს უწყობს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის იდენტიფიკაციას. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შეტყობინების წესი იხ. პარაგრაფი 4-ის ბოლოს.
|
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. • საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს. • დაიცავით ამ ჩანართის ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა. |
ამ ჩანართში:
- თრომბის ფორმირების პრევენციისთვის, სერიოზული ორთოპედული ოპერაციის შემდეგ. ეს ოპერაცია ტარდება ბარძაყზე ან მუხლზე. ოპერაციის დროს დაგესვათ სისხლის თრომბის წარმოქმნის მაღალი რისკის დიაგნოზი.
- ქვედა კუდურების ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) მკურნალობა და სისხლის თრომბების მეორადად განვითარების პრევენცია ქვედა კიდურების ან / და ფილტვების სისხლძარღვებში.
არ მიიღოთ რივოქსარი:
კუჭის წყლული, ტვინის დაზიანება ან სისხლდენა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ტვინზე ან
თვალზე)
აპიქსაბანი ან ჰეპარინი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ანტიკოაგულაციური მკურნალობა იცვლება
ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით
არ მიიღოთ რივოქსარი და აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რივოქსარის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რივოქსარის გამოყენებისას მიიღეთ სპეციალური ზომები:
- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, ეს შეიძლება იყოს შემდეგ სიტუაციებში:
გავლენა მოახდინოს მედიკამენტების რაოდენობაზე, რომელიც მუშაობს თქვენს ორგანიზმში
აპიქსაბანი ან ჰეპარინი), როდესაც იცვლება ანტიკოაგულაციური მკურნალობა ან
იღებთ ჰეპარინს, ვენური ან არტერიულინ კათეტერის საშუალებით, გამავლობის შესანარჩუნებლად (იხ.
სხვა სამკურნალო საშუალებები და რივოქსარი)
ანთება ან საყლაპავის ანთება მაგ., გასტროეზოფგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება
როდესაც კუჭის მჟავა გადადის საყლაპავში)
ადრე აღგენიშნებოდათ ფილტვიდან სისხლდენა.
(იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების რისკის გაზრდას), აცნობეთ თქვენს
ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, მკურნალობის შეცვლის საჭიროებას.
ქირურგიული პროცედურა ფილტვებიდან სისხლის თრომბის ამოღების მიზნით.
თუ რომელიმე რომელიმე ზემოთ აღნიშნული თქვენ გეხებათ, აცნობეთ ექიმს რივოქსარის მირებამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ მედიკამენტით და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.
თუ გესაჭიროებათ ოპრაცია
- ძალიან მნიშვნელოვანია რივოქსარის მიღება ოპერაციის წინ და შემდეგ ზუსტად ექიმის დანიშნულ დროს
- თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერს ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):
რივოქსარის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული არ არის იმ პაციეტნების კლინიკურ კვლევებში, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.
პაციენტებში ანტითრომბოზული აგენტების (რომლებიც განაპირობებს სისხლის შედედების პრევენციას) გამოყენება შესაძლებელია თრომბების და ემბოლიზმის პრევენცისითვის (სისხლის შედედების აგენტები), როდესაც ტარდება ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია ან ტარდება სპინალური პუნქცია. ამ პაციენტებში არსებობს რისკი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან პერმანენტული ინსულტი ან სპინალური ჰემატომა (სისხლის დაგროვება ხერრხემალში და ზურგის ტვინში).
რივოქსარი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე პაციენტებისთვის. ბავშვებსა და მზოარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.
რივოქსარის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რივოქსარის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.
არ მიიღოთ რივოქსარი თუ ხართ ორსულად.
თუ არსებობს შანსი, რომ რივოქსარის მიღებისას დაორსულდეთ, გამოიყენებთ საიმედო კონტრაცეფცია.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.
არ მიიღოთ რივოქსარი ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა. ამ სიმპტომების შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან. ეს გვერდითი ეფექტები ხშირია (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდიტი ეფექტები).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რივოქსარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
რივოქსარი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს .
სხვა მედიკამენტები და რივოქსარი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ:
მედიკამენტებს რომლებმაც შეიძლება გაზარდოს რივოქსარის ეფექტი:
ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი) თუ არ ხდება მათი მხოლოდ კანზე წასმა
წარმოქმნის კორტიზოლის ჭარბ რაოდენობას)
ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)
აცეტილსალიცილის მჟავა)
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ, რივოქსარის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან
რივოქსარის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ეს მედიკამენტი და უნდა იყოთ თუ არა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ გაგაჩნით კუჭის ან ნაწლავის წყლულის მომატებული რისკი, შეიძლება გამოიყენოს პრევენციული მკურნალობა.
მედიკამენტები რომლებიც შეიძლება აქვეითებდეს რივოქსარის ეფექტს:
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ, მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან რივოქსარის ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა რივოქსარი და უნდა იყოთ თუ არა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ, სერიოზული ორთოპედული ოპერაციის შემდეგ, სანამ თქვენი ექიმი სხვა დოზას არ გირჩევთ.
- ვენებში სისხლის თრომბების გაჩენის საპრევენციოდ, მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ
რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი რივოქსარი 10 მგ დღეში ერთხელ.
- ქვედა კიდურების ვენებში და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ და ასევე თრომბების განმეორებითი წარმოქმნის საპრევენციოდ
- სისხლის თრომბების არა ნაკლებ 6 თვის მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებული დოზაა შეადგენს 10 მგ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. ექიმმა დაგინიშნათ რივოქსარი 10 მგ დღეში ერთხელ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
რივოქსარი მიიღება დღეში ერთხელ. მედიკამენტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს რათა შეარჩიოს რივოქსარის მიღების სხვა გზები. ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს, უშუალოდ მიღებამდე.
აუცილებლობისას ექიმი შეგიყვანთ დაფხვნილ რივოქსარს კუჭის ზონდის საშუალებით.
რივოქსარის პირველი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ოპერაციიდან 6-10 საათის შემდეგ. ექიმი გეტყვით როდის უნდა მიიღოთ ტაბლეტი. მიიღეთ ყოველდღე სანამ ექიმი არ გირჩევთ შეწყვეტას.
თუ ჩაგიტარდათ დიდი ოპერაცია ბარძაყზე, ჩვეულებრივ, ტაბლეტებს მიიღებთ 5 კვირის განმავლობაში. თუ ჩაგიტარდათ დიდი ოპერაცია მუხლზე, ტაბლეტებს ჩვეულებრივ, მიიღებთ 2 კვირის განმავლობაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები და მოზარდები: რივოქსარი რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის. ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რივოქსარი
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მიიღეთ რივოქსარის ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა. რივოქსარის ჭარბად მიღება ზრდის სისხლდენის რისკს.
თუ დაგავიწყდათ რივოქსარის მიღება
დოზის გამოყოვების შემთხვევაში მიიღეთ როცა გაგახსენდებათ. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და ამის შემდეგ გამოყენება განაგრძეთ ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების კომპენსაციისთვის.
თუ წყვეტთ რივოქსარის მიღებას
არ შეწყვიტოთ რივოქსსარის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მედიკამენტი ახდენს სერიოზული მდგომარეობების განვითარების პრევენციას.
მედიკამენტების გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც ყველა მედიკამენტმა რივოქსარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მოვლენა, შეწყვიტეთ რივოქსარის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
როგორც სხვა მსგავსმა მედიკამენტებმა (ანტიტრომბოზული საშუალებები - რომლებიც შეიძლება ამცირებდეს სისხლის თრომბის წარმოქმნას), რივოქსარმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება (შოკი). ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.
შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:
შეშპება, სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის გაძნელება), გუმლკერდის ტკივილი ან გულის ანგინა,
რომლებიც შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშნები.
ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენზე უფრო ინტენსიური დაკვირვება ან შეგიცვალოთ მკურნალობა.
შესაძლებელია გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს კანის ძლიერი რეაქციის ნიშანი
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ კანის რეაქციები, როგორიც არის:
შესაძლოა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება იყოს ძლიერი ალერგიული რეაქციების ნიშანი
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:
შესაძლო გვერდით ეფექტების საერთო სია
ხშირი გვერდთი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):
მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა.
სისუსტე და ქოშინი.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
თრომბოციტების რაოდენობის მომატება
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში)
კათეტერს დგავენ ბარძაყის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა)
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
მგრძნობელობის დაზიანებას, დაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტ სინდრომი სისხლდენის შემდეგ)
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ მოვლენებსაც, რომლებიც აღნიშნული არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, ყოველ ბლისტერზე და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ.
არ იყიდოთ და არ გამოიყენოთ გაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც არ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul / TURKEY
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi, Tunç Caddesi No: 3
Esenyurt / İstanbul / TURKEY