
განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. აქვს კომფორტული კრემისებური კონსისტენცია, ნაწილდება თანაბრად და არ წვეთავს. აქვს რბილი ფორმულა და მდიდარი ბუნებრივი შეფერილობები. გააჩნია მაღალი პიგმენტაცია.
Aqua, Cetearyl alcohol, Propilen glycol, Ceteareth -25, Myristyl myristate, PEG-60 hydrogenated castor oil, Sodiium lauryl sulfate, Lauryl alcogol, Ethanolamine, 1-Hydroxyethul, 4.5 – diamo pyrazole sulfate, Myristyl alcohol, p-Phenylenediamine, m-Aminoprhenol, Ascorbic acid, CI 77491(Iron oxides), Sodium hydrosulfite, CI 77499(Iron oxides), p-Aminophenol
გამოყენების რეკომენდაციები: შეღებვის პროცედურის დაწყებამდე რეკომენდებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. ამისათვის შეურიეთ 1 სმ კრემის საღებავი 8-10 წვეთ OXYCREAM გამხსნელ ემულსიას და მიღებული ნარევის მცირე რაოდენობა წაისვით ყურის უკან ან იდაყვის მოხრის ადგილას. თუ 48 საათის განმავლობაში არ გამოვლინდა ალერგიული რეაქციის სიმპტომები (ქავილი, წვა, კანის ანთება, ტკივილი წასმის ადგილზე), შეგიძლიათ საღებავის გამოყენება. თუ ალერგიული რეაქციის სიმპტომები გამოჩნდება, ჩამოიბანეთ წყლით. გამოყენება: წაისვით დამცავი კრემი წარბების ირგვლივ კანზე, მოერიდეთ შესაღებ ადგილთან კონტაქტს. შეურიეთ 2 სმ კრემის საღებავი და 15 წვეთ OXYCREAM გამხსნელ ემულსიას არალითონის ჭურჭელში ერთგვაროვანი კრემისებური მასის მიღებამდე. აპლიკატორის გამოყენებით მიღებული ნარევი წაისვით წარბებზე და გააჩერეთ 5-10 წუთი, სასურველი ფერის ინტენსივობის მიხედვით. მოიშორეთ საღებავის ნარევი მშრალი ბამბის დისკის გამოყენებით. წარბების წინასწარი გაღიავების შემთხვევაში შეამცირეთ ექსპოზიციის დრო 1-5 წუთით.
22 მლ.