
Essence - ესენსი თვალის ჩრდილების პალიტრა MY POWER Is Water 04
ესენსის თვალის ჩრდილების პალიტრა MY POWER IS WATER გამოხატავს წყლისა და სამი ზოდიაქოს ნიშნის: კირჩხიბის, მორიელისა და თევზების თვისებებს - მგრძნობიარე, ინტუიციური და კრეატიული. ლურჯი და ფირუზისფერი ტონები გადმოსცემს მათ ემოციურ სიღრმეს. ოთხი პალიტრიდან თითოეული შეიცავს სულ ცხრა პიგმენტირებულ ფხვნილს, რომელებიც ადვილად ერწყმის კანს და ქმნის იდეალურ ვიზუალს.