Hero - შვეიცარიული ხარისხი, გთავაზობთ 135 წელზე მეტი გამოცდილებით შექმნილ ბავშვთა კვების პროდუქტებს.
ჰერო დაარსდა 1886 წელს ლენცბურგში, შვეიცარიაში, სადაც დღემდე ფუნქციონირებს Hero Group -ის სათაო ოფისი.
Hero Group - ჩვენ ვართ გლობალური ბავშვთა კვების კომპანია, ვაყენებთ მაღალ სტანდარტებს და ვცდილობთ მომხმარებლებს მივაწოდოთ ადვილად ხელმისაწვდომი ჯანსაღი და ხარისხიანი საკვები.
ჩვენი მისიაა "მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ბუნების სიკეთის შენარჩუნებით". ბუნების სიკეთის შენარჩუნება ჩვენი კომპანიის მისიისა და ინსპირაციის საფუძველია.
Hero Group - ვამაყობთ, რომ ბუნების სიკეთე ჩვენი საოჯახო ბიზნესიდან თქვენს ოჯახებში შემოგვაქვს. გვჯერა, რომ ავთენტური, ნატურალური და დაბალანსებული საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს; თქვენი ბავშვის პირველი ბოთლიდან დაწყებული კვების ყველა ეტაპზე ჰერო ყოველთვის თქვენთანაა, როგორც ბრენდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
Hero Group - აქვს ოფისები და საწარმოო ობიექტები ხუთ კონტინენტზე სადაც დასაქმებულია 4000 მეტი თანამშრომელი.
Hero Turkey - არის შვეიცარიული კომპანია Hero Group-ის განუყოფელი ნაწილი, თურქეთი არის მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთი, სადაც Hero Group აწარმოებს თავის პროდუქციას HeroBaby-ის ბრენდის ქვეშ. თურქეთში წარმოებული ჰეროს ყველა პროდუქტი, გარდა იმისა, რომ ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე, ექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში.
ბრენდი: Swiss Hero Group. შვეიცარია/ მწარმოებელი: Hero Gıda San. ve Tic. A.Ş./ თურქეთი.
has context menu
Compose