
ჩვენება:ნებისმიერი წარმოშობის ვულვოვაგინიტისა და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობა ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენით და შენარჩუნებით.
შემადგენლობა
| ჰიდროქსიეთილცელულოზა | 0,60 გრ. |
| რძემჟავა | 0,20 გრ. |
| გლიცეროლი | 2,00 გრ. |
| კალიუმის ქლორიდი | 0,15 გრ. |
| ნატრიუმის ედეტატი | 0,10 გრ. |
| პოლიჰექსამეთილენბიგუანიდის ჰიდროქლორიდი (PHMB) | 0,10 გრ. |
| გამოხდილი წყალი | ავსებს 100 მლ-მდე |
ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო მოწყობილობა
ბიგუანელას (Biguanelle) გამოყენება ხელს უწყობს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას ტრავმული მკურნალობის დროსაც კი, როგორიცაა ფარმაკოლოგიური ან ფიზიკალური. ბიგუანელას გამოყენება ვაგინალური დაავადებების მკურნალობის დროს ან ფიზიკალური მკურნალობის შემდეგ ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას. პროდუქტი დაცულია პოლიჰექსანიდით (PHMB), ყველა ლორწოვან გარსზე კარგად თავსებადი კათიონური სურფაქტანტით.
ხსნარი 100 მლ-იან ფლაკონში
ნებისმიერი წარმოშობისა და ბუნების ვულვოვაგინიტისა და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობა ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენით და შენარჩუნებით. ის არის დამხმარე საშუალება ფიზიკალური მეთოდების (DTC, ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია) შემდეგ რე-ეპითელიზაციის პროცესებში, უზრუნველყოფს რა დამცავ და ბარიერულ ეფექტს.
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა რაიმე თანმხლები ცვლილებების გარეშე, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაც სავარაუდოა, რომ გამოწვეული იყოს პროდუქტის გამოყენებით.
სხვა პრეპარატებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.
საკმარისია ერთჯერადი გამოყენება, რომელიც შეიძლება განმეორდეს 4 დღის შემდეგ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
მოხსენით საგარანტიო და საფარი ლუქი გვერდულად დაჭერით;
ამოიღეთ კანულა მისი დამცავი შეფუთვიდან, ჩასვით ბოთლში, ვიდრე არ დარწმუნდებით მის სტაბილურ პოზიციონირებამდე;
მოძებნეთ სასურველი პოზა, რომ ხსნარმა შეძლოს თავისი მოქმედების შესრულება;
ფრთხილად შეიტანეთ კანულის ნახევარი ვაგინალურ არხში;
გამოტუმბეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა იმოქმედოს. ასევე მიჰყევით მკურნალი ექიმის ნებისმიერ მითითებას.
გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ და ერთჯერადი დოზის კონტეინერი გადააგდეთ დარჩენილ შიგთავსთან ერთად. ადგილობრივი გამოყენების ყველა პროდუქტის, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პროდუქტის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების შედეგად ზიანი არ დაფიქსირებულა. ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენება უნდა შეფასდეს ექიმის კონსულტაციით. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ალერგიული ხართ ერთ რომელიმე კომპონენტზე, ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა გაუხსნელი არ არის. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას. არ გადაყლაპოთ. ნებისმიერი სერიოზული მოვლენის შესახებ, რომელიც აღინიშნა სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით, შეატყობინეთ მწარმოებელს და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (≤250C) სინათლისაგან დაცულ და სითბოს წყაროსგან მოშორებით.