
Avene - ავენი Tolerance ჰიდრა კრემი
ტოლერანს ჰიდრა 10 სტერილური დამატენიანებელი, კანის ბუნებრივი მიკროფლორის შემანარჩუნებელი კრემი მშრალი და ძალიან მშრალი მგრძნობიარე კანისთვის.
განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისა და მოზარდებისთვის.
გამოიყენება კანზე დისკომფორტის შეგრძნების, ელასტიკურობის დაკარგვის დროს. იდეალურად ერგება მგრძნობიარე კანსაც. ატენიანებს 48 საათის განმავლობაში - ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების პროცესს. ინარჩუნებს კანის მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს, რასაც განაპირობებს მისი ბიომიმეტიკური ინგრედიენტები. 100% ბუნებრივი ფორმულა - მაღალტოლერანტული, სტერილური კოსმეტიკის პრინციპით შექმნილი, კონსერვანტების და პარფიუმის გარეშე.
კრემი შეიცავს მხოლოდ კანისთვის აუცილებელ 10 ინგრედიენტს, რომლებიც განაპირობებენ მის ეფექტიანობას: ბუნებრივი წარმოშობის ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს, მცენარეული წარმოშობის გლიცერინი და ბუნებრივი წარმოშობის ემულგატორები და ავენის თერმული წყალი მაღალი კონცენტრაციით ამშვიდებს კანს. კანის კვებას და სირბილეს შიის კარაქი, ბუნებრივი წარმოშობის ტრიგლიცერიდები უზრუნველყოფს. ასევე, შეიცავს მსუყე ტექსტურის ბუნებრივი წარმოშობის შაქრებს.
მშრალი და ძალიან მშრალი, დეჰიდრირებული კანი.
დაიტანეთ სუფთა სახეზე, ყელსა და თვალის გარშემო დილას და საღამოს. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
40 მლ.
Avene - ავენი-ს სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: Avene - ავენი ტოლერანს ბალზამი Tolerance 40 მლ 8856