
ჩვენება: გულის ნევროზი,ვეგეტონევროზი,ნერვული აღგზნებადობა,შაკიკი,ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი,კლიმაქტერული ნევროზი,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.
“ფიტოსედი“
“FITOSEDUM”
შიგნით მისაღები წვეთები
ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება
გამოყენების ინსტრუქცია
კატაბალახას ნაყენი 10მლ
შავბალახას ნაყენი 8მლ
კუნელის ნაყენი 5მლ
პიტნის ნაყენი 2მლ
აღწერილობა: მომწვანო-მოყავისფრო გამჭვირვალე სითხე,დამახასიათებელი სუნით და პიტნის გემოთი.დასაშვებია მცირეოდენი ნალექი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:მცენარეული წარმოშობის სედატიური და სპაზმოლიდური საშუალება.
ინიშნება კომპლექსური თერაპიისას: გულის ნევროზი,ვეგეტონევროზი,ნერვული აღგზნებადობა,შაკიკი,ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი,კლიმაქტერული ნევროზი,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.
ასევე, იხილეთ: Valosed - ვალოსედი წვეთები 25მლ
პერორალურად.
მოზრდილები: 20წვეთი ერთ მიღებაზე 2-3ჯერ დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30წვეთამდე.
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფიტოსედის ჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.
ჭარბი დოზირება: შესაძლებელია ძილიანობა,თავბრუსხვევა,არტერიული ჰიპერტენზია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:
ნ ა ყ ე ნ ი ს გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 25მლ მუქ ნარინჯისფერ პეტ-ის ფლაკონში.
მეორეული შეფუთვა: 1ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,არაუმეტეს 25გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:5წელი
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი მესამე.
გაიცემა რეცეპტის გარეშე