
ნეირობიენი მცენარეული ანტიდეპრესანტი.
ნეირობიენი 60 კაფსულა პილეჟე - Pileje
მცენარეული ანტიდეპრესანტი
L- ტრიფტოფანი ( მიიღება მცენარე მანიოკისგან (Manihot esculenta)) - ესენციური ამინომჟავაა, ნეირომედიატორი სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) წინამორბედი, რომელიც უზრუნველყოფს გუნება-განწყობის ამაღლებას, ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებას. ამცირებს შფოთვას, აწესრიგებს ძილს.
B6 ვიტამინი - აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს, ჩართულია სეროტონინის სინთეზში - B6 ვიტამინი ეხმარება L- ტრიფტოფანს სეროტონინად გარდაქმნაში, აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას.
მაგნიუმი - მიიღება მკვდარი ზღვის მარილებისგან, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, არეგულირებს გულის რითმს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კუნთების სპაზმს, ამცირებს სტრესის სიმპტომებს, გაღიზიანებას, აგზნებას, დეპრესიისადმი მიდრეკილებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
• შფოთვა
• გაღიზიანებადობა
• მსუბუქი და ზომიერი დეპრესია
• გუნება-განწყობის ცვლილებები
• ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები
• შაკიკი და თავის ტკივილი
• კვების დარღვევები
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: L- ტრიფტოფანი - 220 მგ; ვიტამინი B6 - 0,252 მგ; მაგნიუმი - 57 მგ.
1-2 კაფსულა დღეში საღამოს საათებში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი მაგნიუმ B6