შემადგენლობა:
ბავშვთა თითოეული მიკრო-ოყნა შეიცავს:
გლიცერინი 2,25 გრ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0,10 გრ; მალვის თხევადი ექსტარქტი 0,10 გრ; სახამებელი 0,02 გრ; დისტირირებული წყალი.

ბავშვთა თითოეული მიკრო-ოყნა შეიცავს:
გლიცერინი 6,75 გრ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0,30 გრ; მალვის თხევადი ექსტარქტი 0,10 გრ; სახამებელი 0,02 გრ; დისტირილებული წყალი.

მოზრდილთა თითოეული მიკრო-ოყნა შეიცავს:
გლიცერინი 6,75 გრ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0,30 გრ; მალვის თხევადი ექსტარქტი 0,30 გრ; სახამებელი 0,06 გრ; დისტირილებული წყალი.

ჩვენება

ყაბზობის მოკლევადიანი მკურნალობა კუჭნაწლავის სწრაფი და უმტკივნეულო გამორეცხვით.

დოზა და მიღება

რექტალური მიღება
1-2 მიკრო-ოყნა 24 საათის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ორზე მეტი მიკრო-ოყნა თითო მიღებაზე, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
დოზირების დარეგულირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომის მიხედვით.

უკუჩვენება
ზემგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტებისა და შემადგენლობის მიმართ.
სასაქმებლებს აქვს უკუჩვენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი, გულისრევა, კუჭნაწლავის ობსტრუქციული პირღებინება ან სტენოზი.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაურკვეველი წარმოშობის რექტალური სისხლდენა, ან მომატებული გაუწყლოება.
ოყნების გამოყენება არიდებულ იქნას ისეთ პაციენტებში, რომლებიც იტანჯებიან მწვავე მტკივნეული სისხლმდენი ჰემმოროით.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი ეფექტები უმთავრესად მდგომარეობს გლიცერინის დეჰიდრატაციულ მოქმედებაში. რექტალურად მიღების დროს შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.

აცნობეთ თქვენს ექიმს გვერდითი ეფექტების შესახებ პრეპარატის გამოყენების დროს.

ზოდაგი გაფრთხილება
მიმართეთ ექიმს ძნელადსამკუნალო ყაბზობის შემთხვევაში.

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენება
არ მოიპოვება ინფორმაცია

დოზის გადამეტება
გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოწვეულ იქნას მიკრო-ოყნის დოზის გადაეტებით.
დოზის გადამეტების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს თერაპიული დახმარება გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად. დაუყოვნებლივ მიიღეთ ისეთი ზომები რითაც აირიდებთ პრეპარატის შეწოვას და სასწარფოდ გამოიტანეთ წამალი ტანიდან.

შენახვის პირობები.
შეინახეთ არა უმეტეს 25% 0ჩ ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის სხივებს.

ვარგისიანობის ვადა
ვარგისია გამოშვების თარიღიდან 60 თვის განმავლობაში
მითითებული ვარგისიანობის თარიღი ეხება გაუხსნელ და სწორად შენახულ პაკეტს.

მოწოდების ფორმა
6 ცალი ერთჯერადი დოზის კონტეინერი/ყუთი

გაფრთხილება:
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.