
ჩვენება: ვაგივიტალ AL არის გარეგანი გამოყენების, მარტივად გამოსაყენებელი ტესტი, რომელიც ახდენს სანაყოფე სითხის გაჟონვის დიაგნოსტირებას.
რა არის VagiVital AL?
ვაგივიტალ AL არის არაინვაზიური, გარეგანი გამოყენების, როგორც კლინიკაში, ასევე სახლის პირობებში მარტივად გამოსაყენებელი ტესტი, რომელიც ახდენს სანაყოფე( ამნიონური) სითხის გაჟონვის დიაგნოსტირებას.
ზოგიერთი ფაქტი:
- ორსული ქალების 10 %-ში ფიქსირდება სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევა, რამაც შეიძლება განაპირობოს ორსულობის მძიმე გართულებები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, ინფექციური დაავადებები, ქორიოამნიონიტი( პლაცენტის ქსოვილის ანთება) და ა.შ.
- ნაადრევი მშობიარობით გართულების 1/3 განპირობებულია სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევით.
ორსულების 30-40% ორსულობის გარკვეულ ეტაპზე განიცდის შარდის შეუკავებლობას.
ორსულობის დროს გამონადენი წარმოადგენს ორსულების მთავარ სტრესს.
ორსულების 20%- მეტი მიმართავს კლინიკას გამონადენის გამო.
აქედან ორსულების 50% იგზავნება სახლში რადგან არ დასტურდება სანაყოფე სითხის გაჟონვა.
როგორ მუშაობს VagiVital AL ?
VagiVital AL წარმოდგენილია საფენის სახით, რომელსაც აქვს ბამბის ზედაპირი.
ტესტის მოქმედების მექანიზმი დამყარებულია გამონადენის ph-ის მაჩვენებელზე. ნორმაში ვაგინალური სითხის ph შეადგენს 3,8-4,5. ხოლო ამნიონური სითხის ph 6,5 - 7. ტესტ-ზოლი, რომელშიც მოთავსებულია პოლიმერაზული მატრიცა ლურჯ-მწვანე შეფერილობას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ph აღემატება 5,5-ს.
პოლიმერთან დაკავშირებული Ph ინდიკატორი განთავსებულია საფენის ორ ფენას შორის, რაც სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტს ორგანიზმთან.
VagiVital AL –ის გამოყენების ინსტრუქცია
(ყურადღება: საფენი ცისფრად შეიძლება შეიღებოს ვაგინალური ტრიქომონიაზის ან ბაგტერიული ვაგინიტის დროს).
თუ საფენმა 15 წუთის შემდგომ არ მიიღო მწვანე ან ცისფერი შეფერილობა და/ან გახდა ისევ ყვითელი, ეს ნიშნავს რომ ტესტირებადი სითხე არის შარდი ან ვაგინალური გამონადენი. სანაყოფე სითხის დაღვრა არ აღინიშნება.
ფრაუტესტი ამნიოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული :
ტესტის დადებით შედეგის შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
VagiVital AL –ის ძირითადი უპირატესობები