
ჩვენება: აკნეს ადგილობრივი მკურნალობისათვის და ასევე გამოიყენება კანის გასათეთრებლად ან გაახალგაზრდავებისათვის.
შემადგენლობა: ტრეტინოინი UშP - 0.05% წ/წ; კრემის ფუძე - Q.შ.
აღწერილობა:
ელენეონ პლუსი (ტრეტინოინის კრემი UშP) არის კანის გამათეთრებელი და გამაახალგაზრდავებელ კრემი, რომელიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას ამცირებს რა ხაზებს, ნაოჭებს, გაუხეშებულ ადგილებს და აუმჯობესებს კანის ფერს. იგი გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, ამცირებს მუწუკების რაოდენობას და სიმწვავეს და ხელს უწყობს მათ სწრაფად შეხორცებას. მისი ეფექტი ვლინდება კანის უჯრედების ზრდაზე ზემოქმედებით. იგი ჩვეულებრივ 6-8 კვირაში აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე საჭიროა მოთმინება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრეტინოინი არის A ვიტამინის მეტაბოლიტი, რომელიც ძლიერი აფინურობით უკავშირდება რეტინის მჟავის სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომლებიც მდებარეობენ ციტოზოლსა და ბირთვში, მაგრამ ტრეტინოინის ფიზიოლოგიურზე მეტი კონცენტრაციები აღინიშნება ტრეტინოინის შემცველი ადგილობრივი პრეპარატის გამოყენების შემდეგ. მართალია ტრეტინოინი ააქტიურებს რეტინის მჟავის RARϒ ბირთვული რეცეპტორების სამ წევრს (RARα, RARβ da RARϒ ),, რომელიც ცვლის გენის ექსპრესიას, ცილის შემდგომ სინთეზს და ეპითელიარული უჯრედის ზრდას და დიფერენციაციას, მაგრამ დაუდგენელია ტრეტინოინის კლინიკური ეფექტები განპირობებულია თუ არა რეტინის მჟავის რეცეპტორების აქტივაციით ან სხვა მექანიზმით ან ორივეთი ერთად.
ჩვენება:
ელენეონ პლუსის კრემი ნაჩვენებია აკნეს ადგილობრივი მკურნალობისათვის და ასევე გამოიყენება კანის გასათეთრებლად ან გაახალგაზრდავებისათვის. იგი არ გამოიყენება ქარით ან მზით დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობაზე, ასევე თვალების ან ტუჩების მიმდებარედ ან ცხვირის ღრუში.
უკუჩვენებები:
ელენეონ პლუსის კრემი უკუნაჩვენებია იმ სუბიექტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ტრეტინოინის ან კრემის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
დოზები და გამოყენების წესი:
საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ელენეონ პლუსის კრემის სათანადოდ გამოყენება. დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად დაწყება ან შეწყვეტა.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ელენეონ პლუსის კრემმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, მათ შორის კანის სიმშრალე, წვა, სიწითლე, ზედმეტად აქერცვლა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ პრეპარატის დროებით შეწყვეტა ან შესაძლოა შეამციროს კრემის გამოყენების სიხშირე ან საერთოდ შეწყვიტოს მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები:
გაფრთხილებები:
ელენეონ პლუსის კრემი არ გამოიყენება თუ:
ორსულობა და ლაქტაცია:
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ ორსულობაზე, რადგან იგი ვნებს ნაყოფს. თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სიცხეს და მზის პირდაპირ ზემოქმედებას. შემთხვევითი კონტაქტის დროს მაშინვე ჩამოიბანეთ წყლით. მოარიდეთ ბავშვებს. გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური.
ვარგისობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა:
20გ კრემი ლამინირებულ ტუბში, მოთავსებულია კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.