
ჩვენება: არეგულირებს ძილის ციკლს, ორგანიზმს აძლევს მოდუნების საშუალებას და ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს.
დრიმაქსი
საკვები დანამატი
დრიმაქსი არის საკვები დანამატი.
1 კაფსულა შეიცავს მელატონინს 3 მგ და გლიცინს 400 მგ.
დრიმაქსი ავსებს ყოველდღიურ რაციონს ინგრედიენტებით, რომლებიც დადებითად აისახება ძილის ხარისხზე; ასევე არეგულირებს ძილის ციკლს, ორგანიზმს აძლევს მოდუნების საშუალებას და ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს.
მელატონინი
- ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს;
- ამცირებს სუბიექტურ შეგრძნებებს, რომლებიც დაკავშირებულია დროის ზონის შეცვლასთან (ჯეტ-ლაგი).
თერაპიული ეფექტი მიიღება დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე მიღებისას. დრიმაქსი გამოიყენება მოგზაურობისას, დანიშნულების ადგილზე მისვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
გლიცინი
- აუმჯობესებს კონცენტრაციას და ძილის ხარისხს;
- ასტაბილურებს ნერვულ სისტემას და ნევროლოგიურ ფუნქციებს.
მიიღება მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე.
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
თუ ხართ ორსულად, იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С.
გაცემის წესი
გაცემა აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
კოლოფი შეიცავს 30 კაფსულას.
ვარგისობის ვადა
24 თვე. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.