
ჩვენება: კალციუმის და ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
დოპელჰერცი აქტივი Ca+D3 ოსტეო 1000 მგ
ჯანსაღი ძვლებისთვის
• ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ კალციუმს და 5 მკგ D ვიტამინს
• წყალში ხსნადი შუშხუნა ტაბლეტები ლიმონის სასიამოვნო არომატით
ორგანიზმში კალციუმის თითქმის 99% გვხვდება ძვლებსა და კბილებში, რაც უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია. კალციუმი ვიტამინ D3-თან ერთად უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობას, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას, ასტიმულირებს კალციტონინის გამოყოფას, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ბალანსს ძვლოვან ქსოვილსა და სისხლში.
კალციუმი - პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. მისი დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.
ვიტამინი D3 უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსების მიმართ. ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის დონის მატებას. ვიტამინი D3 - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. მისი მიღების შედეგად მცირდება დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
დღიური დოზა ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი - 1000 მგ, ვიტამინი D3 - 200 სე (5 მკგ)
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება შუშხუნა 1 ტაბლეტი დღეში გახსნილი 200 მლ წყალში
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№15 შუშხუნა ტაბლეტი
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ :Regenium - რეგენიუმი ჟოლო 10 პაკეტი