
ჩვენებები: პაროქსიზმალური ტკივილი კუჭის ან ნაწლავების დაავადებებისას, სპასტიური ტკივილი და ბილიარული და საშარდე ტრაქტის და ქალის სასქესო ორგანოების ფუნცქციური დარღვევები.
სპაზმო-აპოტელი®
შემოგარსული ტაბლეტები (500+10) მგ/ტაბ
სუპოზიტორიები (800+10) მგ/სუპ
1. სამკურნალო საშუალების აღწერა
1.1 დასახელება: სპაზმო-აპოტელი®
1.2 შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციები: პარაცეტამოლი და ჰიოსცინის ბუტილბრომიდი
დამხმარე საშუალებები:
ü შემოგარსული ტაბლეტები (500+10) მგ/ტაბ
სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის სორბატი, კოლოიდური სილიკა დიოქსიდი, ტალკი.
გარსის დამხმარე საშუალებები:
მეთილცელულოზა, ტალკი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი CI 77891, E171, გასუფთავებული წყალი.
ü სუპოზიტორიები (800+10) მგ/სუპ
სოიოს ლეციტინი, Adeps solidus.
1.3. ფარმაცევტული ფორმა:
ü შემოგარსული ტაბლეტები.
ü სუპოზიტორიები.
1.4 კონცენტრაცია აქტიურ სუბსტანციაში:
ü შემოგარსული ტაბლეტები (500+10) მგ/ტაბ
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს და 10 მგ ჰიოსცინის ბუტილბრომიდს.
ü სუპოზიტორიები (800+10) მგ/სუპ
ყოველი სუპოზიტორია შეიცავს 800 მგ პარაცეტამოლს და 10 მგ ჰიოსცინის ბუტილბრომიდს.
1.5 აღწერა-შეფუთვა
ü შემოგარსული ტაბლეტები (500+10) მგ/ტაბ
1. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 შემოგარსული ტაბლეტი, პვქ და ალუმინის ფოლგიანი 2 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.
2. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 40 შემოგარსული ტაბლეტი, პვქ და ალუმინის ფოლგიანი 4 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.
ü სუპოზიტორიები (800+10) მგ/სუპ
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 (ხუთი) სუპოზიტორია და პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი.
1.6 თერაპიული კატეგორია:
ანტისპაზმური საშუალებები ანალგეტიკებთან კომბინაციაში.
2. რა უნდა იცოდეთ ამ სამკურნალო საშუალების შესახებ
2.1 ზოგადი ინფორმაცია
სპაზმო-აპოტელი® აერთიანებს სპაზმოლიზურ ან ანალგეზიურ ეფექტებს და ამ მიზეზით ის განსაკუთრებით შესაფერისია მუცლის ღრუს რგანოების პაროქსიზმალური ტკივილის სამკურნალოდ.
პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და სიცხის დამწევი თვისებები, რომლებიც აცეტილსალიცილმჟავას თვისებების ანალოგიურია. მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ჯერ კიდევ კვლევის საგანია. პარაცეტამოლი გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილების დროს.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი არის სკოპოლამინის ნახევრად სინთეზური წარმოებული. მიეკუთვნება სინთეზური სპაზმოლიზური პრეპარატების ჯგუფს, რაც უპირისპირდება აცეტილქოლინის მოქმედებას მუსკარინულ რეცეპტორებში.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს სისხლის-ტვინის ბარიერში და მისი ეფექტი ცნს-ში უმნიშვნელოა.
ჰიოსცინის ბუტილპრომიდს, ტაბლეტებისა და სუპოზიტორიების ფორმით გამოყენებისას, გააჩნია ტოპიკალური ეფექტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ტაბლეტებისა და სუპოზიტორიების თერაპიული გამოსავალი კუჭ-ნაწლავის გარეთ არსებული ორგანოების დაავადებებისას საეჭვოა მათი უმნიშვნელო აბსორბციის გამო.
პარაცეტამოლი:
ის არის ფენაცეტინის ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი, მაგრამ არ აქვს მისი გვერდითი ეფექტები. გააჩნია აცეტილსალიცილმჟავას მსგავსი ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება. მისი სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციის უბნებზე პირდაპირი მოქმედებით. ანალგეზიური მოქმედების მექანიზმი უცნობია. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს პროთრომბინის დროზე, არ გააჩნია ანტითრომბოციტული ეფექტი და არ იწვევს დაწყლულებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი:
ავლენს სკოპოლამინის პარასიმპათოლიტიკურ ეფექტებს, რომლებიც ბლოკავენ საბოლოო აუტოიმუნური ორგანოების მუსკარინულ რეცეპტორებში (ქოლინერგიული) აცეტილქოლინის მოქმედებას და მეოთხეული ამონიუმის ფუძის წყალობით გააჩნია განგლიოპლეგიური თვისებები. გლუვ კუნთებთან მიმართებაში, გააჩნია პარალიზური მოქმედება, რის შედეგადაც ხდება მათი ტონუსის შემცირება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დათრგუნვა.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდს, ბუნებრივ ალკალოიდებთან შედარებით, გააჩნია ცენტრალური ეფექტების არარსებობის უპირატესობა სტანდარტული დოზებით მიღებისას, რადგან ის ძალიან მცირედ აღწევს სისხლის-ტვინის ბარიერში. მიუხედავად ამისა, მისი არახელსაყრელი თვისება არის, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვა არის დაბალი და არასტაბილური, ტაბლეტების ან სუპოზიტორიების სახით მიღებისას.
წყლულის მკურნალობისას მისი გამოყენების მნიშვნელობა მეორადია და მიიღება მხოლოდ, როგორც დამატებითი პრეპარატი.
მისი ნაწიბურების წარმომქნელი თვისებები საეჭვოა დიდი დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი. კუჭის დაცლის დაყოვნება ახანგრძლივებს H2-ინჰიბიტორებისა და ანტაციდური პრეპარატების მოქმედებას.
H2-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას ავლენს კუჭიდან ექსკრეციის დათრგუნვისას სინერგიულ ეფექტს.
2.2 ჩვენებები
პაროქსიზმალური ტკივილი კუჭის ან ნაწლავების დაავადებებისას, სპასტიური ტკივილი და ბილიარული და საშარდე ტრაქტის და ქალის სასქესო ორგანოების (მაგ. დისმენორეა) ფუნცქციური დარღვევები.
2.3 უკუჩვენებები
სპაზმო-აპოტელი® არ გამოიყენება რომელიმე შემდეგი დაავადების ან მდგომარეობის არსებობისას:
· თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ.
· დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული მდგომარეობები (საყლაპავის აქალაზია, პილორიულ-დუოდენალური ობსტრუქცია, სიმსივნესთან დაკავშირებული ობსტრუქცია, ნაწლავების გადახლართვა ან მექანიკური მიზეზები).
· პარალიზური ილეუსი.
· ტოქსიკური მეგაკოლონი.
· ნაწლავების ატონია სუსტ და ხანდაზმულ ადამიანებში.
· მწვავე მიასთენია.
· შარდის შეკავება საშარდე ტრაქტების მექანიკური ობსტრუქციების შედეგად (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზია).
· ჟილბერტის სინდრომი (ოჯახური არაჰემოლიტური სიყვითლე).
· ტაქიკარდია, ტაქიარითმია.
· ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი.
· ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება ან ქრონიკული მოხმარება.
· G6PD დეფიციტი.
სპაზმო-აპოტელის® გამოყენებისას სიფრთხილე არის საჭირო ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას (მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ჰეპატიტის შედეგად), თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას, მეულენგრახტის დაავადებისას, რომელსაც ასევე ეწოდება პერიოდული იუვენილური სიყვითლე (თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევა სიყვითლის ეპიზოდებით).
აღნიშნული მდგომარეობების დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობით და საჭიროებისას, დოზა უნდა შემცირდეს და დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს.
ყურადღება: ეს სამკურნალო საშუალება შესაფერისი არ არის ბავშვებისათვის.
2.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
2.4.1 ზოგადი
სპაზმო-აპოტელი® სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
· ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა ან დისფუნქცია.
· ჟილბერის სინდრომი (მეულენგრახტის დაავადება).
· წყლულოვანი კოლიტი ან ეზოფაგიტი რეფლუქსით გამოწვეული.
· ალკოჰოლიკებში.
· ჰემოპოეტიკური სისტემის დაავადება.
· ორსულობა და ლაქტაცია.
ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობით და საჭიროებისას, დოზა უნდა შემცირდეს და დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს.
ეს სამკურნალო საშუალება შესაფერისი არ არის ბავშვებისათვის.
სპაზმო-აპოტელის® გრძელვადიანი გამოყენებისას ხშირად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია.
2.4.2 ორსულობა და ლაქტაცია
აბსოლუტური საჭიროებისას სპაზმო-აპოტელის® გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს. ტკივილის შესამცირებლად გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა და დროის ყველაზე მცირე შესაძლო პერიოდით. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ტკივილი არ გაივლის ან თუ გესაჭიროებათ პრეპარატის უფრო ხშირად მიღება.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვილებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
2.4.3 ეფექტები ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
2.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
თავიდან უნდა იქნა აცილებული სპაზმო-აპოტელის® გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
· პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტებს, როგორიცაა რამდენიმე საძილე და ანტიეპილეფსიური საშუალება (ფენობარბიტალი, გლუტეთიმიდი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ან რიფამპიცინი, ვინაიდან ეს პრეპარატები ზრდიან პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნას და შესაბამისად, ღვიძლის უკმარისობის რისკი უფრო მაღალია.
· ალკოჰოლი, ვინაიდან ზრდის პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობას.
· პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლას (მაგ. პროპანთელინი), ვინაიდან პარაცეტამოლის აბსორბციის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს და შედეგად პრეპარატის მოქმედება დაიწყოს მოგვიანებით.
· პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაცლას (მაგ. მეტოკლოპრამიდი), ვინაიდან ზრდიან პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს.
· ქლორამფენიკოლი, რადგან ზრდის ტოქსიკურობის რისკს პარაცეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის პროლონგაციის გამო.
· ქოლესტირამინი, რადგან ამცირებს პარაცეტამოლის აბსორბციას.
· სალიცილამიდი, რადგან ახანგრძლივებს პარაცეტამოლის ექსკრეციის დროს, რაც იწვევს მის დაგროვებას და ზრდის ტოქსიკურ მეტაბოლიტს.
· ანტიქოლინერგიული საშუალებები, რადგან ზრდიან პრეპარატის ეფექტს.
· ამანტადინი, ქინიდინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები და დიზოპირამიდი, რადგან ეს პრეპარატები ზრდიან ანტიქოლინერგიულ მოქმედებას.
· ანტიკოაგულანტური პრეპარატები (მაგ. ვარფარინი, კუმარინის წარმოებულები), რადგან ანტიკოაგულანტური მოქმედება შეიძლება გაიზარდოს სპაზმო-აპოტელის® გრძელვადიანი გამოყენებისას.
· უარყოფითი ეფექტების განვითარების მაღალი რისკის გამო კარდიოტნურ გლიკოზიდებთან, ქოლინერგიულ საშუალებებთან, დიფენჰიდრამინთან, ლევოდოპასთან და ნეოსტიგმინთან ერთად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
· B-სიმპათომიმეტიკები, რადგან ეს პრეპარატები ზრდიან ტაქიკარდიას.
· აზტ, რადგან ზრდის ნეიტროპენიას.
სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ციკლოპროპანით ანესთეზია.
2.6 დოზირება:
პერორალური გზით მიღება:
1-2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 6 შემოგარსული ტაბლეტი, თუ სხვა რამ არ იქნება დანიშნული მკურნალი ექიმის მიერ.
რექტალური გზით გამოყენება:
1 სუპოზიტორია დღეში 3-4-ჯერ, თუ მკურნალი ექიმის მიერ სხვაგვარად არ იქნება დანიშნული.
სპაზმო-აპოტელი® არ გამოიყენება ბავშვებში
2.7 ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჰიოსცინის ბუტილბრომიდის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ტოქსიკურობის სიმპტომები ხშირად არ ვლინდება, რადგან აბსორბცია ძალიან მცირეა ტაბლეტების ან სუპოზიტორიების სახით გამოყნებისას.
მიუხედავად ამისა, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე სიმპტომი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ზემოთ მითითებული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს რამდენიმე დღის შემდეგ.
მოზრდილებში იშვიათად აღინიშნება ღვიძლის უკმარისობა პარაცეტამოლის პერორალურად 10 გ-ზე ნაკლები (140 მგ/კგ) დოზის მიღების შემდეგ და სიკვდილი 15 გ-ზე ნაკლები დოზის მიღების შემდეგ.
მწვავე მოწამვლისას შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანება და ასევე თირკმელების, გულის და ცნს-ის დაზიანება.
ღვიძლის უკმარისობა ვითარდება ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში, მაგრამ სიმპტომები შეიძლება აშკარა გახდეს 24-48 საათის შემდეგ.
პარაცეტამოლით მოწამვლის სიმპტომებს შორის არის ასევე ღებინება, გულსირევა, თავბრუსხვევა, გონების არევა, წნევის დაცემა, არითმიები და სიყვითლე.
მკურნალობა და ანტიდოტები
პერორალურად ან რექტალურად სპაზმო-აპოტელის® ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ ჰიოსცინის ბუტილბრომიდის გამოდევნა კუჭის გამორეცხვით, ინდუცირებული ღებინებით ან ოყნით საეჭვოა, კუჭიდან ან ნაწლავებიდან დაბალი აბსორბციის გამო. ამის სანაცვლოდ უფრო ღირებულია პარაცეტამოლის გამოდევნა. ამ მიზნით, ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში მიიღება იპეკაკის სიროფი ან ტარდება კუჭის გამორეცხვა.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა შრატში პარაცეტამოლის დონეების განსაზღვრა მოწამვლიდან 3-4 საათში.
N-აცეტილცისტეინი მიიღება პერორალურად სპეციფიკური ანტიდოტის სახით, პარაცეტამოლით მოწამვლის შემდეგ, ჭარბი დოზის მიღებიდან 10-12 საათში, დამტვირთავი დოზით 140 მგ/კგ (20% ხსნარი) და შემდეგ 70 მგ/კგ ყოველ 4 საათში 72 საათის განმავლობაში (17 მიღება).
მოწამვლის კონტროლის ცენტრის ტელეფონი: 210 7793777.
2.8 რა უნდა იცოდეთ, თუ გამოტოვეთ დოზის მიღება:
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ, რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მაოხლოებულია შემდეგი დოზის დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დადგენილი დოზირების რეჟიმით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
2.9 არასასურველი რეაქციები:
სპაზმო-აპოტელის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, არ აღინიშნება:
· იშვიათად ვითარდება:
პირის სიმშრალე, გემოს დარღვევები, გულისრევა, გულძმარვა, ყაბზობა, მუცლის დილატაცია, დიზურიული დისკომფორტი და შარდვის სხვა დარღვევები, შარდის შეკავება, ახლომხედველობის აკომოდაციის დარღვევები, ფოტოფობია, გუგების გაფართოება, თვალისშიდა წნევის მომატება, პალპიტაცია, ბრადიკარდია (და ტაქიკარდია უფრო მაღალი დოზებისას), ცხვირში შეგუბება, ოფლის დაკარგვა და ოფლისა და ნერწყვის ექსკრეციის შემცირება, ალერგიული რეაქციები (მაგ. კანი სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ცხელება (წამლის ცხელება), ლორწოვანი გარსების დაზიანება, სხვ.), მსუბუქი დისკომფორტი კუჭის არეში, ჰემოლიტური ანემია, აგრანულოციტოზი, მეთემოგლობინემია, ჰიპოგლიკემია, ცნს-ის სტიმულაცია, ძილიანობა, ასთმა.
ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქცია ვითარდება ქრონიკული გამოყენებისას ან ჭარბი დოზის მიღებისას და ამგვარად, ასევე არსებობს თირკმლის ფუნქციის დარღვევებისა და ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაზიანების რისკი.
· ძალიან იშვიათად აღინიშნა:
ძვლის ტვინის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია ან პანციტოპენია. გარდა ამისა, ასთმის მქონე წინასწარგანწყობილ პაციენტებში აღინიშნება ბრონქოკონსტრიქცია, აგრეთვე ანაფილაქსური რეაქცია.
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ წამლის ეროვნული სააგენტოსთვის, 284 მესოგეიონის ქუჩა, GR-15562 ჰოლარგოსი, ათენი, ტელ: + 30 21 32040380/337, ფაქსი: + 30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
2.10 ვარგისიანობის ვადა
დაბეჭდილია შიდა და გარე შეფუთვაზე.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
2.11 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 250C-ზე ზემოთ.
3. ინფორმაცია პრეპარატების სწორად გამოყენების შესახებ
ეს პრეპარატი ექიმმა დაგინიშნათ კონკრეტული სამედიცინო პრობლემის გამო. არ მისცეთ ის სხვებს ან არ გამოიყენოთ სხვა მდგომარეობისათვის, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში წარმოიშვა რაიმე პრობლემა, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იმისათვის, რომ პრეპარატი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, აუცილებელია, რომ ის მიიღოთ ინსტრუქციების შესაბამისად.
თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით და სრულად წაიკითხოთ ინფორმაცია იმ პრეპარატის შესახებ, რომელიც დაგენიშნათ.
პრეპარატები არ შეინახოთ სააბაზანოს კარადაში, ვინაიდან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის დაზიანება და შედეგად, მან ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.
არ შეინახოთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან რომელთა ვარგისიანობის ვადა ამოწურულია.
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
4. გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.