
ჩვენება: თმის ცვენა, ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, აკნე, ჰერპესი, მხედველობის დაქვეითება.
თუთია 50მგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
თუთია (თუთიის გლუკონატი) – 50მგ
თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.
თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).
თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.
დერმატოლოგია
თუთია მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების ჰიდრატაციასა და რეგენერაციაში, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთიის დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის რღვევა და ჭრილობის შეხორცების გართულება.
გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია
თუთია მონაწილეობს სასქესო სისტემის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე ვიტამინის მეტაბოლიზმისთვის, რომელიც სქესობრივი ჰორმონების წინამორბედს წარმოადგენს. თუთია აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფებისათვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ტესტოსტერონისა და პროსტაგლანდინების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში. თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.
ქალბატონებში თუთიის როლი განისაზღვრება მისი ოვულაციის პროცესში ჩართულობით, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს. ორსულობის პერიოდში იგი უზრუნველყოფს ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზსა და გონადოტროპინის გამოთავისუფლების პროცესში. ამ მინერალის ნაკლებობა, ორსულობის დროს ასოცირებულია თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და ტერატოგენობის ზრდის რისკთან.
ოფთალმოლოგია
თუთია ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება თვალში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის ფუნქციის განვითარებაში. მისი დეფიციტი იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, მძიმე დეფიციტის დროს კი ვითარდება ცვლილებები ბადურაში და ქათმის სიბრმავე.
ენდოკრინოლოგია
თუთია უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში. დეფიციტი იწვევს ზრდის პროცესის შეფერხებას.
თუთია შედის ალკოჰოლდეჰიდროგენაზების შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლის პროცესს.
თუთიის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის დეფიციტი.
თუთიის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია:
თუთიის მიღებაზე მოთხოვნილება იზრდება: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, სპორტსმენებსა და ვეგეტარიანელებში.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
ასევე, იხილეთ: თუთია 30მგ 100კაფსულა სოლგარი - Solgar