
ჩვენება:ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი,არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება.
სიმბავიტი სიროფი
Simbavit Syrup
ინსტრუქცია
ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად კომბინაციაში
შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინილპალმიტატი).......2333 ს/ე.
ვიტამინი B1 (თიამინი)......................................0.8 მგ.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი).......................0,9 მგ.
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)...........................8,5 მგ.
ვიტამინი B5 (D-კალციუმისპანტოთენატი) ...3,5 მგ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინისჰიდროქლორიდი) ...0,5 მგ.
ვიტამინი B7 (ბიოტინი).............................................15.0 მკგ.
ვიტამინი B9 (ფოლიუმისმჟავა) .......................300 მკგ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)........................1,5 მკგ.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)..............400 ს/ე.
ვიტამინი E (Dლ-ალფა-ტოკოფერილაცეტატი)... 8 ს/ე.
ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) ..........................20 მკგ.
ვიტამინი C (ასკორბინისმჟავა)......................59,7 მგ.
ბეტა გლუკანი .......10 მგ.
თუთია.............................5 მგ.
იოდი................................0.12 მგ.
მანგანუმი.....................1.5მგ.
სელენი...........................0.045 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი ღH 40.
ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალ ეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკრო ელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე).
•ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
•არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება
•მალაბსორბციის სინდრომი
•მადის დაქვეითება, უმადობა
•ნერვული ანორექსია
•ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა
•ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
•ჰიპო- და ავიტამინოზები
•დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი
•ქირურგიული ოპერაციისშემდგომი პერიოდი
•ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
•იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.
6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;
1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში;
3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში;
6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში.
სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის წესი: შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მინის ბოთლი #1 სამზომი ჭიქით.