
რეფკონ ადვანსი ორალური სუსპენზია 200 მლ
REFCON ADVANCE ORAL SUSPENSION 200ml
ორალური მიღებისთვს
ყოველი 1,0მილილიტრი შეიცავს
100.00 მგ ნატრიუმის ალგინატი და 20.00 მგ კალიუმის ბიკარბონატი
კალციუმის კარბონატი, კარბომერი 974P, ნატრიუმის საქარინი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ბროშურაში მოცემულია:
რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.
რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რეფკონ ადვანსი მიეკუთვნებაპრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.
რეფკონ ადვანსი გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.
არ მიიღოთ რეფკონ ადვანსი, თუ:
რეფკონ ადვანსის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:
თუ ქვემოთჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.
ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსი არ ახდენს გავლენას ბავშვზელაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსის მიღება.
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა
რეფკონ ადვანსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსში შემავალი ინგრედინეტების შესახებ
სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).
ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.
იქიდან გამომდინარე, რომ რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთმორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.
არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი შემდეგნაირად.
ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.
თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად.
ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ბავშვები:
12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდე ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.
12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.
ხანდაზმულები:
დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.
თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა, გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსის მოქმედება ძლიერია ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:
რეფკონ ადვანსის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შებერილობა.
თუ რეფკონ ადვანსს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსის მიღება
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.
გააგრძელე რეფკონ ადვანსის მიღება დანიშნულების შესაბამისად.
რეფკონ ადვანსის მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები
თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.
სხვა პრეპარატების მსგავსად რეფკონ ადვანსის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.
თუ რომელიმე გვერდით მოვლენას გამოცდით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30OC. არ მოათავსოთ მაცივარში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
გამოშვებისფორმა: 200მლ სუსპენზიამინისფლაკონში, მოთავსებულიმეორეულშეფუთვაშიგამოყენებისინსტრუქციასთანერთად.
გაცემის წესი:ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოების მისამართი:
Vefaİlaç San.ve Tic. Ltd. Şti.
Beylikduzu Organize San. BolgesiMah.MermecilerSan.Sitesi 2.Cad. No:3
Beylikduzu/stamboli/ TurqeTi
შ.პ.ს,,ევროფარმაჯორჯია’’-ს დაკვეთით თბილისი, საქართველო