
ჩვენება: კბილის ამოჭრის დაგვიანება, კბილის კარიესი, კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა.
ნაფ (NaF)სპრეი
ნატრიუმის ფტორიდი (NaF ), ქსილიტოლი.
ასევე, იხილეთ : ფტოროვიტი ფლ. 15მლ
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაფ (NaF)სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეიa, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას.
ნატრიუმის ფტორიდი (NaF):ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:
• ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს;
• მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში;
• ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ;
• ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს.
ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალია საკვები შაქრის იდენტური გემოთი.
• სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან;
• ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის;
• ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას;
• სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას.
კბილის ამოჭრის დაგვიანება;
კბილის კარიესი;
კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა;
თმის ცვენა და მტვრევადობა.
2 კვირიდან – 2 წლამდე ასაკში: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-);
2-4 წლის ასაკში: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-);
4 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-).
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ.
გამოშვების ფორმა
ორალური სპრეი 20 მლ, შაქრის არომატით.
პრეპარატი ინახება 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.