
მიკროდაცინი ხსნარი 500 მლ
მიკროდაცინის ხსნარი და ჰიდროგელი აღიარებულია: FDA, EMA და TGA-ს მიერ
√ სუპერ ოქსიდირებული წყალი
√ ნატრიუმის ქლორიდი - NaCI
√ ჰიპოქლორიუმის მჟავა - HOCI
√ ნატრიუმის ჰიპოქლორიტი - NaOCI
· ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი >950 mV
· მაღალი ჰიპოტონურობა - 13 mOsml/L
ჰიპოქლორიუმის მჟავა და ნატრიუმის ჰიპოქლორიტი:
√ გამოირჩევა ძლიერი ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული
(გრამ+, გრამ- და ანაერობებზე მოქმედების ფართო სპექტრი) მოქმედებით, ეფექტურია ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ფორმების მიმართ
√ გააჩნია ძლიერი ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება აუმჯობესებს ჭრილობის ოქსიგენაციას
√ შლის ნეკროზულ ქსოვილს (გააჩნია ფიბრინოლიზური და კერატოლიზური აქტივობა)
√ აუმჯობესებს ნაწიბურის სისხლმომარაგებას კოლატერალური კაპილარული სისხლმომარაგების გაძლიერების ხარჯზე
√ მნიშვნელოვნად აჩქარებს გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს ჰიპერპლაზიის გარეშე
√ მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დასამუშავებლად:
√ ნებისმიერი წარმოშობის და ყველა ხარისხის დამწვრობა
(თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური)
√ მოყინვები
√ ნაწოლები
√ კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები
(მათ შორის, ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი,
√ დიაბეტური ტერფი, წითელი ქარი და ა.შ.)
√ ჩირქოვანი ჭრილობები
√ საყოფაცხოვრებო ტრავმები
√ ინფიცირებული დერმატიტები
√ მარტივი, კონტაქტური დერმატიტი
√ მიკრობული ეგზემა
√ სტრეპტო - სტაფილოდერმია
√ მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს ღრუ ორგანოების საირიგაციოდ
√ ქირურგიული ოპერაციების დროს შინაგანი ორგანოების ლავაჟისათვის
(მაგ: სეფსისის დროს)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროდაცინის გამოყენება ექსუდატით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დროს!
მიკროდაცინს გააჩნია:
√ ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამ+, ისე გრამ- ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე.
მათ შორის:
· MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
· VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
· ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
· მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ
ასევე, გააჩნია:
√ ანტივირუსული მოქმედება (მათ შორის, HIV-I-ის, HPV-ის და HSV-ის მიმართ)
√ ანტიფუნგალური
√ ანტიპროტოზოული
მიკროდაცინის ხსნარი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობაზე პირდაპირ დასხმით.
ასევე ძველ ნახვევზე დასხმა და ისე მოცილება. რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის
ზომაზე, სიღრმეზე და მდებარეობაზე.
გამოიყენება მიკროდაცინით ჭრილობის დამუშავების შემდეგი რეჟიმები:
წითელი ჭრილობების შემთხვევაში - დღეში ერთხელ
ყვითელი ჭრილობების შემთხვევაში - 1-2-ჯერ დღეში
შავი (ნეკროზული) ჭრილობების შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში
ა. ჭრილობის ირიგაცია
ბ. ჭრილობის გასუფთავება და მკვდარი უჯრედების მოშორება საფენის დახმარებით
გ. ჭრილობის გასუფთავების შემდგომ მიკროდაცინის ჰიდროგელი უნდა დავიტანოთ
ჭრილობაზე ისე, რომ ზედაპირი დაფაროს გელის 2-5 მმ-ით.
დ. ჭრილობას შეიძლება დაედოს ნებისმიერი ტიპის საფენი
მიკროდაცინი ხსნარი და ჰიდროგელი
√ არ არის ტოქსიკური და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს
√ გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ნებისმიერი სხვა ტიპის ჭრილობის სამკურნალო საშუალებასთან
√ გამოიყენება ნებისმიერ ნახვევზე/სახვევზე
√ მიკროდაცინის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე,
√ ის ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობას
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში