
პრეპარატის სავაჭრო დასახელება : მამოლეპტინი
სამკურნალო ფორმა : კაფსულები
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები :
|
კეთილშობილი ირმის რქის ფხვნილი |
89.1 გ |
|
ნინგპონსკის შავწამალა |
59.4 გ |
|
ცრუ ჟენშენის ფესვის ფხვნილი |
59.4 გ |
|
მცენარეული ნედლეულის ნარევის მშრალი ექსტრაქტისფხვნილი |
112.1 გ |
112.1 გ მშრალი ექტარტქის ფხვნილის მისაღებად გამოიყენება მცენარეული ნედლეულის ნარევის 792.7 მგ ,რომელსაც იღებენ შემდეგი სპეციფიკაციით :
|
კირილოვის ტრიხოზანტის ,როსტხორნის ტრიხოზანტის ფესვი |
23.8 გ |
|
როსტჰორნის ტრიქოზანტი |
17.8 მგ |
|
იორდასალამის ფესვი |
47.5 მგ |
|
აუკლანდიის ფესვი |
23.8 მგ |
|
მონღოლური ბურბუშელასმიწისზედა ნაწილი , |
59.4 მგ |
|
ჩინური ბურბუშელას სპატოლიბუსისღერო |
59.4 მგ |
|
სარაგოსული მკრთალი გამომშრალიმკრთალი წყალმცენარე ,სარაგოსული თითისტარისებურიწყალმცენარე |
115.8 მგ |
|
ალოსარჩულის კოკრები |
35.6 მგ |
|
იაპონური ლამინარიის ქერქი |
231.5 მგ |
|
განიერფოთლოვანი თავკომბალასფესვი |
35.6 მგ |
|
ნახევრადბუჩქოვანი იორდასალამისქერქი |
83.1 მგ |
|
ჩვეულებრივი გობისვხვირას თავთავი |
59.4 მგ |
დამხმარე ნივთიერებები
|
ჟელატინი |
99.6% |
|
ტიტანის დიოქსიდი |
0.21% |
|
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი |
0.042% |
|
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი |
0.016% |
|
ლაურილის სპირტი |
0.008% |
|
ბრილიანტის ლურჯი G-250 |
0.063% |
აღწერილობა
ჟელატინის მყარი კაფსულები , თეთრი ფერის კორპუსი , ცისფერი სახურავი . შიგთავსი წარმოადგენსმონაცრისფრო წაბლისფერიდან მოწაბლისფრო ყავისფრამდე ფერის სუსტი სუნის მქონე ფხვნილს .
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი , რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედებაგანპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით . ავლენსანთების საწინააღმდეგო , შეშუპების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას . პრეპარატისკურსობრივი გამოყენება ხელს უწყობს ტკივილის სინდრომის ინტენსივობის შემცირებას და გაქრობას ,რასაც თან ახლავს დიფუზური ფიბროზულ - კისტოზური მასტოპათიით განპირობებული სარძევეჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებების რეგრესი .
გამოყენების ჩვენებები
მასტალგია ; დიფუზური ფიბროზულ - კისტოზური მასტოპათია
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , ორსულობა , ლაქტაცია , 18 წლამდეასაკი .
მიღებსი წესები და დოზირება
პერორალურად მისაღებად მოზრდილებში 5 კაფსულა დღეში 3- ჯერ ჭამიდან 30-60 წუთის შემდეგ .მკურნალობის კურსი 2 თვე . ხანგრძლივობის გაზრდა და მკურნალობის განმეორებითი კურსისგანხორციელება განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ .
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები , იშვიათ შემთხვევბში - ხანმოკლე ზეწოლითი ტკივილებიეპიგასტრიუმის არეში , ბოყინი , გულძმარვა , პირის სიმშრალე .
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის აღწერილი
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და კონტროლის ქვეშ .
გამოშვების ფორმა
კაფსულები ; 60 კაფსულა თეთრი ფერის გამჭვირვალე პლასტიკის ფლაკონში ხრახნიანი ყელით დათეთრი ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის მოსახრახნი თავსახურით . სახურავის შიდა მხარესმოთავსებულია მუყაოსგან დამზადებული გამამაგრებელი მემბრანა . ფლაკონის თავისუფალი სივრცეშევსებულია პაროლონით . ფლაკონის ყელის ნაპირებზე მირჩილულია ალუმინის ფოლგის დაპოლივინილქლორიდის აპკის პირველი გახსნის კონტროლის შუასადები . ყოველი ფლაკონიმოთავსებულია რუსულ ენოვან გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში .
შენახვის პირობები
არა უმეტეს 12-25 °C ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისგან დაცულ ადგილას .
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა
3 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია ჰერბაპექსი ( გრუპი ) კო . L ლტდ
მისამრთი : ჩინეთი , ქალაქი ხუანჟენი , სინანცზეს ქუჩა
ექსკლუზიური მიმწოდებელი
“ დაო - ფარმი ”
109390, რუსეთი , მოსკოვი , საფოსტო ყუთი 55, ტელ : (495) 785-15-16