
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ნაოფლარი. ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი მოქმედება.
თუთიის მალამო ნეო
Unguentum Zinci Neo
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები:
ვაზელინი, ვაზელინის ზეთი.
ასევე, იხილეთ: Zinc Oxide - ცინკის(თუთიის) მალამო 10% 25გ ტუბი
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ნაოფლარი. ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი მოქმედება.
წინასწარ გასუფთავებულ კანზე მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში.
მომატებული მგრძნობელობა თუთიის მალამოს კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
თუთიის მალამო გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მალამოს გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 25გ მალამო ალუმინის ტუბში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.