
გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
ბონექსი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ბონექსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს. მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე, კალციუმი (კარბონატი) - 333 მგ, მაგნიუმი (ოქსიდი) - 167 მგ, მინერალების ნაზავი - 17 მგ.
ბავშვები: 1 წლიდან თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, მოზრდილები: თითო ტაბლეტი 3 -ჯერ დღეში.
შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.