ბლეფაროსალფეთქი

სამედიცინო გამოყენების ერთჯერადი სტერილური სალფეთქი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს დაბინძურებულ ქუთუთოებს

შემადგენლობა:

პოლივინილპიროლიდონი, გვირილას ექსტრაქტი, გამამელისის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი.

პოლივინილპიროლიდონი - ახასიათებს მაადსორბირებელი და დეზინტოქსიკაციური თვისებები, რის გამოც ბლეფაროსალფეთქი სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს ქუთუთოებს და წამწამებს.

კალენდულას ექსტრაქტი - ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ანტიმიკრობული მოქმედება. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს.

გამამელისას ექსტრაქტი - ხსნის კანის ზედაპირის დაჭიმულობას. მისი ფოთლები მდიდარია ფლავანოიდებით, ტანინებით, რის გამოც აქვს ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით. შეიცავს ნიკოტინის და პანტოტენის მჟავას, B1, C, K, E, P და PP ვიტამინებს. ახასიათებს მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მწვანე ჩაის შემადგენლობაში არსებული ტანინები განაპირობებენ კაპილაროპროტექტორულ მოქმედებას.

ჩვენება:

გამოიყენება დაბინძურებული ქუთუთოების გასაწმენდად კოსმეტიკური მიზნით.

სტერილური შეფუთვის გამო ხელსაყრელი და სასურველია მისი გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში დამუშავების მიზნით.

გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ბლეფარიტების კომპლექსურ მკურნალობის პროცესში, მათ შორის დემოდეკოზური ბლეფარიტების დროს.

ბლეფაროსალფეთქების თბილი კომპრესები გამოიყენება თვალის დაღლილობის და მშრალი თვალის სინდრომის მოსახსნელად.

გამოყენება:

სასურველია დავიცვათ შემდეგი სქემა

პირველ ეტაპზე - სტერილური ბლეფაროსალფეთქით ხდება დაბინძურებული ქუთუთოების და წამწამების გაწმენდა (რეკომენდებულია თითოეული თვალისთვის გამოყენებული იქნას სხვადასხვა სალფეთქი).

მეორე ეტაპზე - გაუხსნელი ბლეფაროსალფეთქი ერთი წუთის ინტერვალით მოვათავსოთ ცხელ წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, გავხსნათ და კომპრესის სახით მოვათავსოთ ქუთუთოზე 2-3 წუთის განმავლობაში.

ბლეფაროსალფეთქის თბილი კომპრესები ხელს უწყობს ცრემლის სეკრეციის აღდგენას.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, რაც გამოვლინდება ადგილობრივად ქუთუთოების შეწითლებით და ქავილით.

გამოშვების ფორმა:

სამედიცინო გამოყენების ერთჯერადი სტერილური პაკეტი #1 .

მწარმოებელი:

გელტეკ-მედიკა, რუსეთი.