
Vichy - ვიში ნეოვადიოლი თვალისა და ტუჩის კრემი
ნეოვადიოლი თვალისა და ტუჩის გარშემო კრემი. კომპლექსური მოვლა მენოპაუზის პერიოდში. ამცირებს ღრმა ნაოჭებს თვალისა და ტუჩის ირგვლივ. ატენიანებს და ამცირებს შეშუპებას. მასში შემავალი პროქსილანი უზრუნველყოფს საკუთარი კოლაგენის სინთეზს გამომუშავებას, ჰიალურონის მჟავა აჩქარებს რეგენერაციის პროცესს კანის ღრმა შრეებიდან და ხანგრძლივად ატენიანებს კანს. ამკვრივებს თვალის კონტურის ზონას, კვებავს, ასუფთავებს, ამცირებს ნაოჭებს და მუქ წრეებს. ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ კრემი დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ თვალისა და ტუჩის გარშემო ინოვაციური გამაგრილებელი აპლიკატორის საშუალებით.
მოცულობა 15 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში