
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ფიური®რკინა - C
რკინისა და C ვიტამინის კომბინაცია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ
რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად აღადგენს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
•ორსულობა
• ინტენსიური ზრდის პერიოდი
• ვეგანები და ვეგეტარიანელები
• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
• ხანდაზმული ასაკი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
• ონკოპაციენტები
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 175 მგ, რკინა - 15 მგ (რკინის გლიცინატი, რკინის ასპარტატი).
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება:ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.
ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური
References:
1. Guiang III SF, et al. Amer J Physiol. 1997;273(6); 2124-2131.
2. Kamdi SP, Palkar PJ. J Obstet Gynaecol. 2015 Jan;35(1):4-8.