
ჩვენება:რქოვანას დაცვა ქირურგიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ, თვალის ტრავმა, კონტაქტური ლინზების გამოყენება.
დამცავი და დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი
ოზოდროპი საპოხი, დამცავი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი ჰიპრომელოზის, ლიპოსომების და ოზონირებული მცენარეული ზეთის საფუძველზე.
რეკომენდებულია:
მცენარეული ზეთის და ლიპოსომების არსებობა ხელს უწყობს საცრემლე აპკის ლიპიდური შრის სტაბილიზაციას, ამით ამცირებს აორთქლებას და უზრუნველყოფს თვალის გაღიზიანების სწრაფად მოხსნას. შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ზეთი ოზონირებულია, რის გამოც არ შეიცავს კონსერვანტებს; გააჩნია უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა და უკეთესი ამტანობა ლიპოსომების შიგნით ჩანერგვისას.
ჩვენებები
ხსნარი გამოიყენება:
რქოვანას საპოხად და დამცავად ქირურგიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ; თვალის ტრავმის დროს; კონტაქტური ლინზების გამოყენებისას; თვალის აპკის სტაბილურობის შეცვლის ან დაზიანების შემთხვევაში; თვალის მორეციდივე ინფექციების მქონე პაციენტებთან. ოზოდროპი ასევე გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ანთებითი სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ინფექციური წარმოშობის.
რეკომენდაციები გამოყენებისთვის
გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ჩაიწვეთეთ ხსნარის ერთი ან ორი წვეთი ორივე თვალში, დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ ან სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად.
შეიძლება გამოყენებული იყოს კონტაქტური ლინზების ტარებისას.
შემადგენლობა:
LipozonEye (მზესუმზირის თესლის ოზონირებული ზეთი, სოიოს ფოსფოლიპიდები), მეთილცელულოზის ჰიდროქსიპროპილი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ედეტატი, პოლიჰექსამეთილენ-ბიგუანიდი (PHMB), გამოხდილი წყალი.
გაფრთხილებები:
მწარმოებელი:FB VISION S.r.l., Italy