
ჩვენება:ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და აადვილებს სუნთქვას.
წარმოადგენს დეკონგესტანტს, რომელსაც გააჩნია ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. სპრეი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და აადვილებს სუნთქვას ცხვირით. მასში შემავალი პოლისაქარიდები აძლიერებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ბარიერულ ფუნქციას და ატენიანებს მას. ევკალიპტის, ჩაის ხისა და შოტლანდიური ფიჭვის ეთერზეთები ანიჭებს ცხვირის სპრეის სასიამოვნო დამარბირებელ და გამაგრილებელ ეფექტს.
შემადგენლობა: Lichensed®- დაპატენტებული ფორმულა მულტიფუნქციური ფიტოკომპლექსით (Cetraria islandica -ისლანდიური ხავსი, Uncaria tomentosa - კატის კლანჭი, Drosera rotundifolia - მრავალფოთოლა დროზერა, პროპოლისი), მკვდარი ზღვის მარილი, ევკალიპტის, შოტლანდიური ფიჭვისა და ჩაის ხის ეთერზეთები.
შემავსებლები: წყალი, პოლისორბატი 20, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი.
მოზრდილები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში ყოველ 3-4 საათში.
ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში ყოველ 6-8 საათში.
ბავშვები 2 – 6 წელი: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში ყოველ 8 საათში.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი, დაიკავეთ ის ვერტიკალურად, შეიტანეთ ნესტოში აპლიკატორი და დააჭირეთ. გამოყენების შემდგომ ფლაკონს დაახურეთ თავი. გამოიყენეთ ყოველდღიურად, მაქსიმუმ 15 დღე.
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე. ორსულებსა და მეძუძურ დედებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, სითბოს წყაროსგან მოშორებით. მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისიანობა: ვარგისია გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.