
ჩვენება: თავის ტკივილი,კბილის ტკივილი,მენსტრუალური ტკივილი,მცირე დაჭიმულობის, კუნთების, იოგების და მყესების გაწყვეტის შემდგომი ტკივილი.
კეტონალ® ექსტრა პლუსი 50 მგ
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
კეტოპროფენი
მსუბუქი და ზომიერი ტკივილის ხანმოკლე და სიმპტომური მკურნალობისთვის
|
ამ პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი გამოყენების ინსტრუქციაში არსებული მითითებების შესაბამისად, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. - შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია წარმოიშვას მისი კიდევ ერთხელ წაკითხვის აუცილებლობა. - თუ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან წარმოგეშვებათ კითხვები რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - თუ გამოგივლინდებათ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე გაიარეთ კონსულტაცია თუ წარმოგეშვებათ ისეთი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არწერილი არ არის ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4. - მიმართეთ ექიმს თუ ვერ ამჩნევთ გაუმჯობესებას და მდგომარეობა გაუარესდა: - 3 დღის შემდეგ, თუ მოზარდი ხართ; - 3 დღის შემდეგ სხეულის მაღალი ტემპერატურის მკურნალობის დროს და 5 დღის შემდეგ ტკივილის მკურნალობის დროს თუ ზრდასრული ბრძანდებით. |
შინაარსი:
1. რა არის კეტონალი ექსტრა პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. პრეპარატ კეტონალი ექსტრა პლუსის გამოყენების წინ
3. როგორ მივიღოთ კეტონალი ექსტრა პლუსი
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კეტონალი ექსტრა პლუსი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატის მოქმედი ნივთერებაა კეტოპროფენი, რომელიც განეკუთვნება ე.წ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) ჯგუფს.
მოცემული პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე და სიმპტომატური მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს, ზრდასრულებში და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ისეთი როგორიცაა:
- თავის ტკივილი;
- კბილის ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი;
- მცირე დაჭიმულობის, კუნთების, იოგების და მყესების გაწყვეტის შემდგომი ტკივილი.
2. პრეპარატ კეტონალი ექსტრა პლუსის მიღების წინ
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი თუ:
· აღგენიშნებათ ალერგია კეტოპროფენზე ან პრეპარატის შემადგენელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებაზე, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6;
· თქვენ, წარსულში აცეტილსალიცილის მჟავის ან ანალგეტიკების, ისეთი როგორიცაა კეტოპროფენი, იბუპროფენი ან დიკლოფენაკი, მიღების შემდეგ წარმოგეშვათ ალერგიული რეაქციები, ისეთი როგორიცაა:
- ბრონქული ასთმა, სუნთქვის გართულება;
- სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება;
- ჭინჭრის ციება, სურდო ქავილით;
- სხვა ალერგიული რეაქციები.
შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით.
· როდისმე გქონდათ ბრონქიალური ასთმა;
· გაქვთ კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან როდისმე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია წარსულში;
· გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, ისეთი როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;
· გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
· გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
· მიდრეკილი ხართ სისხლდენისაკენ;
· ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;
· ხართ 16 წლამდე ასაკის.
თქვენ არ უნდა მიიღოთ მოცემული პრეპარატი ექიმის ზუსტი რეკომენდაციების გარეშე, თუ კუჭი გახლავთ მომატებული რისკის მქონე ორგანო, მაგალითად, თუ ხართ ასაკოვანი, ან იყენებთ რაიმე სახის სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ისეთი როგორიცაა ანტიკოაგულანტები, ანტითრომბოზული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, სხვა ასას, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) ან ნიკორანდილი (იხილეთ ასევე ქვემოთ, ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ:
· თუ გაქვთ ბრონქული ასთმა გაგრძელებული ანთებითი პროცესით ცხვირში ან დანამატ ღრუებში და (ან) ცხვირის პოლიპებში;
· გაქვთ ან ადრე აღგენიშნებოდათ გულის დაავადებები, ისეთი როგორიცაა მსუბუქი ან საშუალო-მძიმე გულის შეგუბებითი უკმარისობა. გულის უკმარისობის მაჩვენებლებია სითხის დაგროვება ფილტვებში, მუცლის ღრუს ორგანოებში, ხელებში, ფეხებში. იხილეთ აგრეთვე ნაწილში 2, სიის მეექვსე პუნქტი „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“.
· თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო-მძიმე დაავადება, მათ შორის იგულისხმება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის ანალიზებში გადახრები. იხილეთ აგრეთვე ნაწილში 2 , სიის მეშვიდე პუნქტი „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“;
· ადრე გქონდათ ან ახლაც გაქვთ მომატებული არტერიული წნევა.
· გაქვთ ხელის და(ან) ფეხის ან თავის ტვინის არტერიის დაავადება;
· გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე;
· ხართ მწეველი;
· ხანდაზმული ბრძანდებით.
ხანდაზმულებს, კეტოპროფენის მსგავსი ანალგეტიკების მიღებისას, ემატებათ არასასურველი რეაქციების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაცია, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ლეტალურ გამოსავლამდე. ამიტომაც, ხანდაზმულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის გამოვლინებას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენას, კერძოდ, მკურნალობის დაწყებისას. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის ზედმიწევნითი დაკვირვება.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის და პერფორაციისას, ლეტალური გამოსავალის რიგი შემთხვევების შეტყობინება ხდებოდა კეტოპროფენის მსგავსი ნებისმიერი ანალგეტიკით მკურნალობისას. ასეთი რეაქციები წარმოიშობა ნებისმიერ დროს, ისევე როგორც გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის ან არასებობის დროს ან წარსულში კუჭნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაავადების დროს.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება დოზის მომატებისას. ასევე მაღალია წარსულში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თანხმლები სისლდენით და პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში. იხ. აგრეთვე ნაწილი 2 „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“. კეტოპროფენის მიღებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებისას, შესაძლებელია თან ახლდეს კუჭ-ნაწლავის მძიმე ტოქსიკურობის განვითარების რისკი.
თუ ეს თქვენ გეხებათ მიმართეთ ექიმს. ის დაგინიშნავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამცავ პრეპარატებს. ასევე მიმართეთ ექიმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატების დასანიშნად, თუ გესაჭიროებათ დამატებითი თერაპია აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების რისკი (კორტიკოსტეროიდები შიგნით მისაღებად (მაგალითად, პრედნიზოლონი ანთებითი დაავაებების სამკურნალოდ), სამკურნალო საშუალებები, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას (მაგალითად ვარფარინი, ტიკლოპიდინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) ან ნიკორანდილი (სამკურნალო საშუალებები სტენოკარდიის სამკურნალოდ).
კუჭ-ნაწლავის სიხლდენის, წყლულის ან პერფორაციის ნიშნების წარმოშობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. იხ. ნაწილი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“.
ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებას, როგორიცაა კეტონალი ექსტრა პლუსი, შესაძლებელია თან ეხლდეს გულის შეტევის ან ინსულტის უმნიშვნელოდ მომატებული რისკი. რისკი იზრდება მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მიღების ხანგრძლივობას.
კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გაქვთ პრობლემა გულთან დაკავშირებით ან გქონდათ ინსულტი ან ექვემდებარებით მსგავსი მოვლენების განვითარების რისკს, მაგალითად:
· თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
· თუ მწეველი ხართ.
არაასპირინული ასას მიღებისას ტკივილის სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ აორტა-კორონარული შუნტირება, არსებობს არტერიებში თრომბის წარმოშობის რისკი.
კეტოპროფენის მსგავსი ანალგეტიკებით მკურნალობისას, არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების თაობაზე, კანის გაწითლებით და წყლულების წარმოშობით, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით. იხ. ნაწილი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“. უმეტეს შემთხვევებში მსგავსი რეაქციები წარმოიშობა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და შეატყობინეთ ექიმს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისას
მოცემული პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია მოიმატოს სისხლში კალიუმის დონემ, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უარისობის მქონე და(ან) ისეთი პრეპარატებით თანხმლები მკურნალობისას, რომელიც ხელს უწყობს სისხლში კალიუმის მომატებას (იხ. „იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).
მოცემულ პრეპარატს შეუძლია ინფექიური დაავადებების სიმპტომების შენიღბვა (სხეულის მომატებული ტემტერატურის და ტკივილის). ამან შეიძლება დროში გადაწიოს შესაბამისი მკურნალობის დაწყებადა გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ასეთი რამ შეიმჩნეოდა ბაქტერიული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლებიც თან ახლავს ჩუტყვავილას. თუ თქვენ ღებულბთ ამ პრეპარატს ინფექციის ფონზე და მისი სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებით მიმართეთ ექიმს.
მხედველობის დარღვევის განვითარებისას, ისეთი როგორიცაა არამკაფიო მხედველობა, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
ბავშვების და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ესაჭიროებათ ექიმის უფრო ხშირი კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თუ თქვენ იღებთ:
· ნებისმიერ სხვა ანალგეტიკს, ისეთი როგორიცაა
- კეტოპროფენის მსგავსი სამკურნალო პრეპარატები (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი);
- აცეტილსალიცილის მჟავა, ტკივილის ან ანთების სამკურნალო დოზებით ან ტემპერატურის დასაწევად;
- ტკივილის, ანთების ან რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატები, რომელთა მოქმედი ნივთიერებების დასახელება სრულდება „-კოკსიბ“-ზე.
· პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას ან თრობმოციტების აგრეგაციას. ისეთი როგორიცაა ჰეპარინი, K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ., ვარფარინი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ., დაბიგატრანი), Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ., აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი);
· ლითიუმი, რომელიც მიიღება დეპრესიის და ფსიქიკური დარღვევის სამკურნალოდ;
· მეტოტრექსატი 15მგ დოზით კვირაში ან მეტი, გამოყენებული კიბოს სამკურნალოდ;
· ზოგიერთი პრეპარატები კრუნჩხვების სამკურნალოდ (ეპილეფსია), ისეთი როგორიცაა ფენიტოინი;
· პრეპარატები, რომელსაც ეწოდება სულფანილამიდები, გამოყენებული შარდმდენი პრეპარატების სახით ან ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
იმ შემთხვევაში როდესაც შეუძლებელია კეტონალი ექსტრა პლუსის ზემოხსენებულ საშუალებებთან თანხმლები მიღების თავიდან აცილება, აუცილებლად უნდა იმყოფებოდეთ ექიმის ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ ასევე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კეტონალი ექსტრა პლუსის მოქმედებაზე ან პირიქით. ამიტომაც ყოველთვის უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კეტონალი ექსტრა პლუსის თანხმლებ მიღებამდე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. განსაკუთრებით ეს ეხება შემდეგ პრეპარატებს:
· სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს სისხლში კალიუმის დონე (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი შარდმდენი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორები, ასას, ჰეპარინები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი);
· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ თირკმელებით წყლის გამოყოფას და ამცირებენ წნევას, ასევე ცნობილია როგორც „შარდმდენები“;
· მეტოტრექსატი კვირაში 15მგ-ზე ნაკლები დოზით, გამოყენებული კიბოს, სახსრების მძიმე ანთების და კანის ფსორიაზის სამკურნალოდ;
· პრეპარატები, რომელიც აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, რომელთა მოქმედი ნივთიერებების დასახელება სრულდება „-პრილ“ ან „-სარტან/-ზარტან“-ზე (მაგალითად ლოარტანი), ან „-ოლოლ“-ზე.
· პრეპარატები, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ეგრედწოდებული სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები;
· კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების, ალერგიის საწინააღმდეგოდ, გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისათვის (მაგ., კორტიზონი));
· პენტოქსიფილინი (გამოიყენება კუნთების ტკივილის სამკურნალოდ ხელის და(ან) ფეხის სისხლძარღვების დაავადებების შედეგად);
· პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის და ხისხლის და შარდმჟავას მაღალი დონის სამკურნალოდ);
· ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად, ორგანოთა გადანერგვისას);
· თრომბის დამშლელი პრეპარატები;
· ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
· დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა გლიბენკლამიდი ან გლიმეპირიდი;
· ტენოფოვირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
· ნიკორანდილი (გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის);
· საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
მოცემული პრეპარატი ნებადართულია მიიღოთ ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს მკურნალი ექიმი.
თუ თქვენ იღებთ კეტონალი ექსტრა პლუსს, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი ლაქტატში.
თუ გეგმავთ ორსულობას ან დაორსულების სირთულეები, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. კეტოპროფენის მსგავსმა პრეპარატებმა შესაძლებელია გააძნელოს დაორსულება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
როგორც წესი, მოცემული პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე. თუმცა ისეთი არასასურველი რეაქციების წარმოშობისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვა ან არამკაფიო მხედველობა, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) პაკეტში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მას ეწოდოს „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
3. როგორ მივიღოთ კეტონალი ექსტრა პლუსი:
ზუსტად დაიცავით ქვემოთ მოყვანილი მითითებები ან ექიმის დანიშნულება ან ფარმაცევტის რეკომენდაციები. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა:
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
კეტონალი ექსტრა პლუსი: 25 მგ კეტოპროფენი 1-3 ჯერ დღეში ან 50 მგ კეტოპროფენი 1-2 ჯერ დღეში. ორმაგი პაკეტის ნახევარი იძლევა 25 მგ კეტოპროფენის დოზას, ხოლო მთლიანი ორმაგი პაკეტი - 50 მგ კეტოპროფენს.
ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.
არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა უნდა შემცირდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღების გზით, მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე, რომელიც აუცილებელია სიმპტომების საკონტროლოდ. არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
ხანდაზმული ადამიანები
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული, არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას, ვინაიდან ხანდამულ ადამიანებს მომატებული აქვთ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი. იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ღვიძლის/თირკმლისს ფუნქციის დარღვევის მქონე პირები
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და(ან) თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო-მძიმე დარღვევა, ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შემცირება. ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ასეთი პრეპარატის მიღება უკუჩვენებია.
მიღების მეთოდები
შიგნით მიღებისათვის
· ჩაყარეთ ორმაგი პაკეტის შიგთავსის ნახევარი (25მგ) 50მლ, ხოლო მთლიანი პაკეტის (50მგ) შემცველობა 100 მლ წყალში.
· მოურიეთ დაახლოებით 30 წამი გრანულების სრულ გახსნამდე.
· ხსნარი მიიღეთ სწრაფად მისი მომზადებისთანავე, ჭამის დროს.
მიღების ხანგრძლივობა
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოკლევადიანი მიღებისათვის.
მოზრდილები. თუ სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში მიღებისას 3 დღის მანძილზე ან ტკივილის შემთხვევაში 5 დღის მანძილზე თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
მოზარდები. თუ 3 დღის განმავლობაში მოზარდის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლის შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. უმეტეს შემთხვევაში დოზის გადაჭარბების სიმპტომები შემოიფარგლება მოთენთილობით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილით მუცლის ზედა არეში.
მიღების გამოტოვება
მიღების გამოტოვებისას პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ უკვე თითქმის მოვიდა მეორე დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები:
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, მოცემული პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ყველას არ უვითარდება.
თუ თქვენ გამოგივლინდებათ რაიმე სახით შემდეგი არასასურველი რეაქციები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
· ბრონქული ასთმის შეტევა;
· მწველი ან ყრუ ტკივილი მუცლის არეში უზმოზე. ეს შესაძლებელია იყოს კუჭის ან ნაწლავის წყლულის გამოვლინება.
სიხშირე უცნობია
· სისხლიანი ღებინება, ძლიერი ტკივილი კუჭის არეში ან შავი კუპრისებრი განავალი, რაც ადასტურებს კუჭ-ნაწლავის სისხლდენას ან პერფორაციას;
· სიწითლე, კანის შეშუპება, ბუშტუკების გამოვლენა, ჩირქოვანები, კანის აშრევება ან სისხლდენა კანის ნებისმიერ უბანზე, რომელსაც შესაძლებელია თან ეხლდეს სხეულის მომატებული ტემპერატურა, ქავილი, კვანძოვანი გამონაყარი. ზიანდება ტუჩები, თვალები, პირი, ცხვირი, სასქესო ორგანოები, ხელები ან ფეხები. ამავდროულად თქვენ შესაძლებელია განიცადოთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. შესაძლებელია აღგენიშნოთ კანის სერიოზული დაზიანება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი);
· სისხლი შარდში, გამოყოფილი შარდის რაოდენობის ცვლილება და შეშუპება, განსაკუთრებით ფეხების, კოჭების და ტერფების, რომელიც განპირობებულია თირკმლის სერიოზული პრობლემით;
· ტკივილი გულმკერდში (გულის შეტევის ნიშანი) ან თავის უეცარი ძლიერი ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დამუნჯება, ლაპარაკის შეუძლებლობა ან მეტყველების გართულება, დამბლა (ინსულტის ნიშნები).
ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებას, როგორიცაა კეტონალი ექსტრა პლუსი, შესაძლებელია თან ახლდეს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული რისკი. იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
· მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა:
- სახის და ტუჩების, პირის, ხახის ან ხორხის შეშუპება, რომელსაც მივყავართ მსტვენავ სუნთქვამდე, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებამდე;
- მკერდში ზეწოლის შეგრძნება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის ვარდნა, რაც იწვევს შოკს;
- ქავილი, გამონაყარი;
· ხორხის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას;
· ადვილად განვიტარებადი ინფექციები, რომელსაც შესაძლებელია გახდეს აგრანულოციტოზად წოდებული სისხლის მხრივ მძიმე დარღვევების შედეგები;
· ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის ქერქის ანთება), კრუნჩხვები.
შეატყობინეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად თუ ქვემოთ მოცემულიდან ვითადება რაიმე სახის არასასურველი რეაქცია:
იშვიათი (გვხვდება არაუმეტეს 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
· კანის უჩვეულო შეგრძნებები, დაბუჟება, ჩხვლეტა, წიწკვნა, წვა ან „ჟრჟოლვის“ შეგრძნება.
· კანის გაფერმკრთალება, დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის წითელი სხეულების უკმარისობით სისხლდენის შედეგად;
· არამკაფიო მხედველობა;
· კანის ან თვალის სკლერების სიყვითლე, რაც შესაძლოა ღვიძლის დაზიანებას მოწმობდეს.
სიხშირე უცნობია
· სილურჯეების მარტივად წარმოშობა ან ხანგრძლივი სისხლდენა. რაც შესაძლოა გახდეს თრომბოციტების რაოდენობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა;
· კუჭის დაავადების გამწვავება, ისეთი როგორიცაა კრონის დაავადება ან კოლიტი;
· კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);
· კანის რეაქცია სინათლეზე ან გასარუჯ ნათურაზე.
სხვა არასასურველი რეაქციები შესაძლებელია შეგვხვდეს შემდეგი სიხშირით:
ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
· დისპეპსია, ტკივილი მუცელში;
· გულისრევა, ღებინება
არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
· კუჭის ლოროვანი გარსის ანთება;
· ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი;
· კანის გამონაყარი, ქავილი;
· სითხის შეკავება, რომელმაც შესაძლებელია მიგვიყვანოს ხელების ან ფეხების შეშუპებამდე;
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილიანობა;
· დაღლილობა ან შეუძლოდ ყოფნა.
·
არახშირი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
· შუილი ყურებში;
· სხეულის მასის მომატება;
· ტკივილი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.
სიხშირე უცნობია
· ანემია სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად (ჰემოლიზური ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);
· სისხლში ნორმაზე ნაკლებად ნატრიუმის დონის შემცირება, კალიუმის დონის გაზრდა ნორმაზე მეტად;
· გულის უკმარისობა ისეთი გამოვლინებებით, როგორიცაა ქოშინი, სუნთქვის გართულება წოლითი მდგომარეობისას, ტერფების ან ფეხების შეშუპება;
· გულისცემის შეგრძნება;
· არტერიული წნევის მომატება ან შემცირება;
· წამოხურება, სისხლძარღვების გაფართოების მაჩვენებელი.
· სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), მათ შორის მოწითალო და მოწითალო-ჰემორაგიული ლაქების გამონაყარის გამოვლენით ქვედა კიდურების კანზე (იშვიათად ხელებზე და სახეზე), ნაწილობრივ კეროვანი ინფექციის გამწვავების შემდეგ;
· უფრო სწრაფი გულისცემა;
· ცნობიერების აღრევა, ხასიათის ცვალებადობა;
· აგზნებულობა;
· პრობლემები ძილთან დაკავშირებით;
· გემოვნების ცვლილება, ვესტიბულური თავბრუსხვევა;
· გულძმარვა;
· შეშუპება თვალების გარშემო;
· სურდო, ქავილი, ცემინება და ცხვირის გაჭედვა;
· თმების ცვენა;
· ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ანთება, კვანძოვანი გამონაყარი.
სისხლის ანალიზები
სისხლის ანალიზებმა შესაძლებელია გვიჩვენოს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდებათ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
5. შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
ხსნარი მიიღეთ მომზადებისთანავე.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია:
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი
ორმაგი პაკეტი შეიცავს 50 მგ კეტოპროფენს (რაც არის 80 მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ექვივალენტური).
ორმაგი საშედან შესაძლებელია მივიღოთ ნახევარი (25 მგ) ან სრული (50 მგ) დოზა.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), პოვიდონი K30, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი.
გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
თეთრი ან მოყვითალო გრანულატი პაკეტში.
12 ორმაგი პაკეტი გაოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე