
კრემ-საღებავი ამიაკის დაბალი შემცველობით თმის პროფესიონალური შეღებვისთვის. მისი პალიტრა მოიცავს 105 ფერს. შესაფერისია თმის შეღებვის, ტონირებისა და ჭაღარა თმისთვის. ყველა ფერის შერევა შესაძლებელია ინდივიდუალური ტონების შესაქმნელად. შეიცავს ხილის მჟავებს და ვიტამინების კომპლექსს. აქტიური კომპონენტები კვებავს თმას, აღადგენს დაზიანებულ თმის სტრუქტურას, აფერხებს ქერტლის წარმოქმნას და ზრუნავს სკალპზე. ამიაკის დაბალი შემცველობის წყალობით კრემ-საღებავი დელიკატურად ზრუნავს თმასა და თავის კანზე.
ყველა ტიპის თმა
Aqua (Water), Cetearyl Alcohol, Ceteareth-30, Decyl Oleate, Propylene Glycol, Cera Alba (Beeswax), p-Phenylenediamine, Sodium Lauryl Sulfate, Ammonium Hydroxide, Lauryl Alcohol, 2-Amino-4-Hydroxyethylaminoanisole Sulfate, Parfum (Fragrance), Myristyl Alcohol, Resorcinol, Sodium Hydrosulfite, Ascorbic Acid, EDTA, n-Aminophenol, Glycerin, PEG-8, PEG-8/SMDI Copolymer, Palmitoyl Myristyl Serinate, Sodium Polyacrylate
შეურიეთ კრემ-საღებავი გამხსნელ ემულსიას არალითონის კონტეინერში. მიღებული კრემისებრი მასა წაისვით მშრალ, დასაბან თმაზე, გაჩერები დრო, დამოკიდებულია თმის ტიპსა და სასურველ შედეგზე. ჩამოიბანეთ თმა შეღებილი თმისთვის განკუთვნილი სპეციალურ სერია CAVIAR SUPREME-ს გამოყენებით. შერევის პროპორციები: თმის შესაღებად (მთავარი პალიტრა) შეურიეთ კრემ-საღებავი გამხსნელ ემულსიას (1,5%, 3%, 6%, 9%) 1:1,5 თანაფარდობით. გაჩერების დრო: 30-50 წუთი. თმის გასაღიავებლად (სუპერ გამაღიავებელი სერია - რიგი 12) შეურიეთ კრემ-საღებავი გამხსნელ ემულსიას (9%, 12%) 1:2 თანაფარდობით. გაჩერების დრო: 60 წუთი. თმის ტონირებისთვის კრემ-საღებავი შეურიეთ გამხსნელ ემულსიას (1,5% და 3%), შესაბამისად 1:2 და 1:3 თანაფარდობით. გაჩერების დრო: 10-20 წუთი. ჭაღარა თმის შესაღებად კრემ-საღებავი შეურიეთ გამხსნელ ემულსიას (6%) 1:1 თანაფარდობით. ექსპოზიციის დრო: 45-50 წუთი.
მოცულობა
100 მლ.