
ჩვენება: ხელს უწყობს ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას.
დოპელჰერცი აქტივი კალციოვინი ტაბლეტი N30
ძლიერი და ჯანსაღი ძვლებისთვის!
ორგანიზმში კალციუმის თითქმის 99% განლაგებულია ძვლებსა და კბილებში, რაც უზრუნველყოფს მათ მინერალიზაციას, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეშია. კალციუმი ვიტამინ D3-თან ერთად ნებისმიერ ასაკში უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობას.
კალციუმი -პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვალსა და სისხლში. ახდენს ენერგეტიკული ცვლის და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს, ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას და უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ოსტეომალაცია, კუნთების სპაზმი.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას, უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების და ვირუსების მიმართ. კალციუმი და D3 ვიტამინი ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).
მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების და ძვლების სიჯანსაღეში. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. კალციუმის აბსორბცია ორგანიზმში ხორციელდება პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვალი, ამ პროცესში მაგნიუმის საჭირო რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან მისი დეფიციტი იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
თუთია მნიშვნელოვანია უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ის და კოლაგენის სინთეზის პროცესში. ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია და მაგნიუმი ოსტეოციტების რეგენერაციისთვის აუცილებელ კო-ფაქტორებს წარმოადგენენ.
სპილენძი საჭიროა კოლაგენის სინთეზისთვის.
მანგანუმი და სელენი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის.
ერთი ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი - 995 მგ, მაგნიუმი - 150 მგ, D3 ვიტამინი - 7.5 მკგ (300 სე), თუთია - 5 მგ, მანგანუმი - 250 მკგ, სელენი - 25 მკგ, სპილენძი 500 - მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში, მოზრდილებში
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი