
ჩვენება: აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალში,ხსნის თვალის დაძაბულობას და დაღლილობას.
დოპელჰერცი აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები
ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობას და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას
· დოპელჰერც/აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები სპეციალურად შეიქმნა 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
· საღეჭი ტაბლეტები კენკრის უგემრიელესი არომატით შეიცავს ვიტამინებს, თუთიას, ლუთეინს და მოცვის ექსტრაქტს
ლუთეინი -იცავს თვალს თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, არ სინთეზირდება ორგანიზმში და საჭიროა მისი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით. მხედველობის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბადურის ცენტრალურ ნაწილთან, კერძოდ მაკულის (ყვითელი ლაქა) – დრუზებთან, რომელიც პასუხისმგებელია ენდოგენური, ანტიოქსიდანტური სისტემის (VGF) აქტივობაზე. ლუთეინი გროვდება მაკულაში, თრგუნავს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე, მონაწილეობს მხედველობის ნერვის მიელინის გარსის ფორმირებაში.
თუთია, როგორც ფერმენტების განუყოფელი ნაწილი ჩართულია მხედველობის პროცესში - A ვიტამინის ათვისებაში.
ბეტა-კაროტინი იცავს თვალს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ეხმარება მას კაშკაშა და ფერადი ფერების აღქმაში.
მოცვის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური ეფექტი განპირობებულია თვალის ბადურას და ბროლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის შეწყვეტით, რაც აფერხებს დიაბეტური და ჰიპერტონული რეტინოპათიის განვითარებას, თრგუნავს კატარაქტის და გლაუკომის პათოლოგიური მექანიზმებდ, ხელს უწყობს ახლომხედველობის შემცირებას,
როდოპსინის რეგენერაციას, აუმჯობესებს მის მგრძნობელობას სხვადასხვა სიმძლავრის სინათლის გამოსხივების მიმართ და აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს დაბალი განათების დროს, აუმჯობესებს ბადურას ტროფიკას.
დოპელჰერც აქტივი თვალის საბავშვო ვიტამინები:
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ლუთეინი - 2 მგ, ვიტამინი E - 2.6 მგ, ბეტა-კაროტინი - 0,9 მგ, ვიტამინი B2 - 0,6 მგ, თუთია - 3,5 მგ, მოცვის ექტრაქტი - 30 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება4-7 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში, 8-დან 16 წლამდე 1 საღეჭი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა:
№60 საღეჭი ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.