
საუკეთესო შემადგენლობის სპა კრემი ყოველდღიური გამოყენებისთვის აბსოლუტურად და სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან. აღადგენს სიმშრალით გამოწვეულ ნახეთქებს ( ქუსლის ზედაპირზე და მტევანზე არსებული ნახეთქები ). კანის ზედაპირი არის დატენიანებული და გლუვი.
Delfy - დელფი სპა კრემი
ფუტკრის რძის, პროპოლისის, ჟოჟობას თესლის ზეთის შემცველი ღრმა დამატენიანებელი და დამცავი კრემი მანიკურისა და პედიკურისთვის, ნებისმიერი ტიპის კანისთვის. კოლაგენის სინთეზის გაძლიერების ხარჯზე უზრუნველყობს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და სირბილეს. ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს კანს: გამოყენებიდან 8 სთ-ის შემდეგაც კი კანის 54% რჩება დატენიანებული, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მშრალი, დაზიანებული კანის მკურნალობას. საშუალება სწრაფად შეიწოვება და ხელებს დიდხანს ატენიანებს. კრემისებრი, ნაზი ტექსტურა. კანი ხდება უფრო გლუვი, ხავერდოვანი და რბილი.
მოცულობა 250 მლ.
დამზადებულია ესპანეთში