Thalgo დაარსდა 1964 წელს, საფრანგეთში, ფარმაცევტ ჟან კოლასის მიერ. ბრენდის თავდაპირველი მისია იყო ზღვის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული კოსმეტიკური პროდუქციის შექმნა.
ჟან კოლასმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო ზღვის მცენარეებისა და მინერალების თერაპიული თვისებებით, დაიწყო პროდუქტების შექმნა, რომლისთვისაც ზღვისგან მიღებულ ინგრედიენტებს იყენებდა. ეს კომპონენტები კი შესანიშნავად აღადგენდა და იცავდა კანს.
თალგოს მთავარი მიზანი არის ზღვის სამკურნალო ძალების გამოყენებით კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება თალასოთერაპიის პრინციპებს, რაც გულისხმობს ზღვის წყლის, მცენარეებისა და მინერალების გამოყენებას სხეულის რელაქსაციისა და განახლების მიზნით.
Thalgo იყენებს ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებს, რომლებსაც გარემოსთვის ზიანი არ მოაქვს და უზრუნველყოფს კანის ღრმა კვებასა და რეგენერაციას.
ბრენდი ცნობილი გახდა თავისი ზღვის წყლისგან, წყალმცენარეებისგან და ზღვის სხვა პროდუქტებისგან მიღებული ინგრედიენტების გამო, რაც მას სხვა კოსმეტიკური ბრენდებისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. თალგო ცდილობს, რომ თითოეული პროდუქტი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ნატურალური და ამასთანავე შეინარჩუნოს მდგრადი წარმოების პროცესები.
Thalgo-ს პოპულარული პროდუქცია
- თალგოს ცხიმის მარეგულირებელი კონცენტრატი — ინტენსიური მარეგულირებელი კონცენტრატი, მძლავრი ინტენსიური სამკურნალო პროდუქტი ამცირებს სებორეას, აღადგენს ცხიმის ხარისხს, ამცირებს კანის სისქესა და კრავს ფორებს. სულ რაღაც 7 დღეში კანი იწმინდება და ცხიმის სეკრეცია ნორმალიზდება. ამცირებს ცხიმოვან ბზინვარებას კანზე.
- თალგოს შრატი ანტიასაკობრივი — თალგოს შრატს ლიფტინგის დადასტურებული ეფექტი აქვს ქალების 100%-ზე. ეფექტურად ებრძვის როგორც წვრილ, ისე ღრმა ნაოჭებს, მომენტალურად აცისკროვნებს სახეს. სახის ფერი მყისიერად ნათდება და კანი უფრო მკვრივდება. ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, კანის ელასტიკურობა გაუმჯობესებულია, ნაოჭების რაოდენობა შემცირებული.
- თვალის კრემი Exception Marine — კანის მოვლის ეს პროდუქტი გამდიდრებულია ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტით. შედეგად, თვალის კონტური უფრო გლუვი და ბზინვარე ხდება, რადგან დღითიდღე ნაოჭები იწყებს გაქრობას, მუქი წრეები კი შესამჩნევად მცირდება. თვალის კონტურის არე მყისიერად გლუვდება და მკვრივდება. მუქი წრეები შესამჩნევად მცირდება.
- გომაჟი EVEIL — სახის ნაზი ექსფოლიატორი - ამქერცლავი სკრაბი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მექანიკურ, ასევე ქიმიურ პილინგის ეფექტს, განსაკუთრებით მშრალი და დელიკატური კანისთვის. ნაზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, მატებს სირბილესა და ელასტიკურობას.
- სახის მისტი აღმდგენი EVEIL — სახის აღმდგენი რემინერალიზებელი მისტი, რომელიც აძლიერებს უჯრედების მეტაბოლიზმსა და განახლებას, აძლიერებს კანის დაცვას. მოქმედებს როგორც ნამდვილი საზღვაო პლაზმა მინერალების აღსადგენად, ატენიანებს და აძლიერებს კანს ყოველდღიურად. მისი ნისლის ტექსტურა მატებს კანს გამაგრილებელ შეგრძნებას. კანი მყისიერად ცოცხლდება, დატენიანებული და დაცულია.