LIERAC დაარსდა 1975 წელს საფრანგეთში, როდესაც დერმატოლოგმა ივან რიჟემ სილამაზისა და კანის მოვლის ინოვაციური პროდუქტების პირველი სერია შექმნა. ბრენდის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა ეფექტური და მაღალხარისხიანი კანის მოვლის პროდუქტები, რომლებიც პროფესიონალური დერმატოლოგიური მეცნიერების საფუძველზე იქნებოდა დამზადებული.
LIERAC-ის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება მეცნიერებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების სინთეზსს. ბრენდი მიჩვეულია მკაცრი დერმატოლოგიური კვლევების ჩატარებას და აქტიური კომპონენტების გამოყენებას. ლირეაკი პროდუქციაში ხშირად იყენებს მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას, რაც აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობასა და ვიზუალს.
ბრენდს აქვს რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი, რომლებიც მას გამორჩეულ კომპანიად აქცევს. LIERAC-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სპეციალიზებული პროდუქტების შექმნა, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და კანის ტიპის საჭიროებებს. მათ შორის, განსაკუთრებით პოპულარულია იმ სერიის პროდუქტები, რომლებიც მიმართულია ასაკობრივი ცვლილებებისა და სტრესისგან გამოწვეული პრობლემების საწინააღმდეგოდ.
გარდა ამისა, LIERAC-ის პროდუქცია შექმნილია თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, რაც მას მიმზიდველს ხდის მომხმარებლებისთვის. მათი შეფუთვა და სტილი აღფრთოვანებას იწვევს და ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობას. LIERAC არის ბრენდი, რომელიც ცდილობს გააღრმაოს მომხმარებელთა ცოდნა კანის მოვლის შესახებ და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ბუნებრივი და ეფექტური ინგრედიენტების გამოყენებას.
LIERAC-ის პოპულარული პროდუქცია
ლიერაკი კანის მოვლის მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს და გარკვეული ხაზების ქვეშ აქცევს. თითოეული მათგანი კანის სხვადასხვა საჭიროებასა თუ პრობლემაზეა მორგებული… მაგალითად, ბრენდი უშვებს ანტიასაკობრივ პროდუქტებს, ასევე ჰიდრატაციისთვის, კანის ტონის გათანაბრებისა და გაძლიერების საშუალებებს. რამდენიმე მათგანს აქვე განვიხილავთ.
- Anti-Aging — ლიერაკის ამ ხაზს ინოვაციური და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ფორმულები გამოარჩევს. მისი მიზანი კანის ასაკობრივი ცვლილებების შეჩერება და საერთო სტრუქტურის გაუმჯობესებაა — ამისათვის აუმჯობესებს რეგენერაციულ პროცესებს, ამცირებს ნაოჭებს, სიმშრალესა და პიგმენტურ ლაქებს. ერთ-ერთი ასეთ პროდუქტს წარმოადგენს ლიერაკის მზისგან დამცავი რძე ფართო სპექტრის დაცვით(UVA +UVB+IR) — ის ხელს უშლის ნაადრევი დაბერების ნიშნებს. კრემის კონსისტენცია ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს თეთრ კვალს. ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ქმნის დამცავ ფენას კანზე, რომელიც უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას. აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და ააქტიურებს მელანინის გამომუშავებას ინტენსიური, თანაბარი რუჯისთვის.
- Premium — ლიერაკის პრემიუმ ხაზი გამოირჩევა თავისი მდიდრული, მაღალტექნოლოგიური ფორმულებით, რომლებიც მიმართულია კანის ღრმა რეგენერაციისა და ასაკობრივი ნიშნების მინიმიზაციისკენ. მასში შემავალი პროდუქცია იდეალურად მოქმედებს ნაოჭების გაქრობაზე, ტონუსის შემცირებასა და დატენიანებაზე. საგულისხმოა, რომ Premium ხაზის ფორმულები სწორედ რეგენერაციული მედიცინის მიღწევებითაა შთაგონებული. პროდუქტები შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა და პროტეოგლიკანები. ორივე მათგანი კანის ღრმა დატენიანებასა თუ აღდგენას უწყობს ხელს, ასევე აუმჯობესებს მის სტრუქტურას. ამავდროულად, Lierac Premium ხაზის პროდუქტები ცნობილია მყისიერი ლიფტინგ ეფექტით. სხვა სიტყვებით, კანი დაუყოვნებლივ გლუვ იერს იღებს. ხოლო მათი რეგულარული გამოყენება კანს უფრო ახალგაზრდულ, ბზინვარე იერს მიანიჭებს.
ლიერაკის პრემიუმ ხაზი აერთიანებს შემდეგ პროდუქტებს:
- Lift Integral — ლიერაკის ეს ხაზი გამოირჩევა თავისი გამამკვრივებელი და ლიფტინგ ეფექტით. აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ტონუსს, აღადგენს სახის კონტურს. მაჰოგანისა და ედელვაისის ყვავილის ექსტრაქტების სინთეზით, Lift Integral ხაზის პროდუქცია მნიშვნელოვნად ზრდის კანის ელასტიკურობას და ამაგრებს მის სტრუქტურას. ამავდროულად, ზრუნავს ტენიანობის შენარჩუნებაზე, რაც გლუვ ეფექტს იძლევა. ლიერაკი ნაკრების სახითაც უშვებს სახის კრემს, შრატსა და თვალის კრემს. ასევე, ხელმისაწვდომია Lift Integral კონცენტრატი ამპულა.
- Hydragenist — ამ ხაზის პროდუქციას დატენიანების უნიკალური თვისებები გააჩნია, რაც აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. მთავარი კონცეფცია „ჟანგბადით შთაგონებულ“ ჰიდრატაციის ტექნოლოგიას ეფუძნება; ძირითად ინგრედიენტებს კი ჰიალურონის მჟავა და ბიომიმეტიკური ჟანგბადი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას უწყობს ხელს, რაც რეგენერაციის პროცესსაც აჩქარებს. Hydragenist ხაზის პროდუქტები განსაკუთრებით ეფექტურია გაუწყლოების, სიმშრალისა და გამოფიტული კანის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, დამატენიანებელი კრემი მომენტალურად ატენიანებს, ამცირებს კანის დაჭიმულობასა და დისკომფორტის შეგრძნებას. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. შეიცავს Hydra O-ს 15% ( მინერალები, ვიტამინები და ბიომიმეტური ჟანგბადი), ჰიალურონის მჟავას 10%, გარგრის ექსტრაქტს.
- Sebologie — ბრენდის ეს ხაზი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვისაა განკუთვნილი; აქტიურად ებრძვის გაფართოებულ ფორებს, აკნეს და აბალანსებს ცხიმიანობის დონეს. Sebologie პროდუქტებში გამოყენებულია გლიკოლის მჟავა და ცინკი. Sebologie ხაზის მთავარი მახასიათებელია ის, რომ პროდუქტები სამი მიმართულებით მოქმედებს: ამცირებს ზედმეტ ცხიმს, კანს ბზინვარებას მატებს და აკონტროლებს ფორების ზომას. ამავდროულად, ერთდროულად ებრძვის ანთებასა და პიგმენტაციას, რაც ხშირად თან სდევს აკნეს. მაგალითად, შრატის ფორმულაში შემავალი თუთიის გლუკონატი და სალიცილის მჟავა აქრობს კანის ცხიმოვან სიპრიალეს ებრძვის ნაოჭებს და ლაქებს. დღის განმავლობაში აქტიური ინგრედიენტები არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ღამე აძლიერებს კანის დამხმარე ბოჭკოების წარმოქმნას და ავიწროებს გაფართოებულ ფორებს.