PSP.GE
უკან ბლოგზე

ვაგინალური კანდიდოზი

23 ივნისი, 2022
ვაგინალური კანდიდოზი

ვაგინალური კანდიდოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ის მსოფლიოში ვაგინალური ინფექციების მიმართვიანობის მეორე ადგილზე იმყოფება და ყოველი ოთხი ქალიდან სამს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი;

ვაგინალური კანდიდოზი არის საშოს სოკოვანი ინფექცია, რომელსაც იწვევს საფუარის ტიპის სოკო კანდიდა; ის წარმოადგენს პირობით-პათოგენურ სოკოს, რომელიც, ნორმაში მცირე რაოდენობით, ყოველთვის ბინადრობს ჯანმრთელი ქალის საშოში, მაგრამ არ იწვევს არანაირ ჩივილს და სიმპტომს; 

ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ჯგუფს.

დაავადებას ახასიათებს წვის შეგრძნება და ინტენსიური ქავილი საშოსა და ვულვის (სასქესო ორგანოების გარეთა ნაწილის) მიდამოში, რაც განსაკუთრებით მწვავდება მოშარდვის დროს; დამახასიათებელია ვულვის სიწითლე და შეშუპება; ტკივილი საშოში, რომელიც ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს; ქალს აწუხებს სქელი, უსუნო ხაჭოსებრი კონსისტენციის გამონადენი საშოდან;

აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეს სიმპტომები პირველად განგივითარდათ, რათა დაავადებამ ქრონიკული ხასიათი არ მიიღოს.

ვრცლად ექიმი მეან- გინეკოლოგი თეონა სალუქვაძე მოგიყვებათ ვიდეოში 

სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია