ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც 8 მარტს უნდა შეიძინო


სპეციალურად 8 მარტთან დაკავშირებით, PSP სიამოვნებით წარმოგიდგენთ თავის მოვლის საშუალებების კოლექციას.
ჩვენი სიის თითოეული პროდუქტი ზედმიწევნით არის შერჩეული, რათა ხელი შევუწყოთ თავის მოვლასა და ქალის საერთო ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა, საკუთარი თავის განებივრებას გეგმავთ, თუ ძვირფასი ქალისადმი გსურთ მადლიერების გამოხატვა, ჩვენს სიაში აუცილებლად ნახავთ ფავორიტ პროდუქტს.
მზისგან დამცავი SVR
მზიანი სეზონი ნელ-ნელა ძალას იკრებს და დროა უკვე მზადება დავიწყოთ მცხუნვარე მზისგან თავის დასაცავად.
ჩვენ გირჩევთ ფრანგულ ბრენდ SVR-ს. SVR - ესვიერი მზისგან დამცავი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა განკუთვნილი და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის. ესვიერის თხელი ტექსტურა მარტივი გამოსაყენებელია და იდეალურ შედეგს იძლევა. კრემი მაქსიმალურად იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან: UVB + UVA + VISIBLE + INFRARED.
მზისგან დამცავი კრემის თქვენი ყოველდღიური მოვლის რუტინის ნაწილად ქცევა მარტივი და ეფექტური გზაა კანის დასაცავად, მისი სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მრავალი წლის განმავლობაში.
სხეულის მოვლა - Caudalie ანტიცელულიტური, გამამკვრივებელი კრემი
ფრანგული ბრენდ კოდალის ნაწარმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სხეულის მოვლის ინდუსტრიაში. კოდალის კანის კრემი 97% ნატურალური ინგრედიენტებითაა გაჯერებული: ყურძნის პოლიფენოლი და ირისის ექსტრაქტი. ორივე ანტიოქსიდანტი ხასიათდება გამამკვრივებელი თვისებით, რაც ასე მნიშვნელოვანია სხეულისთვის.
ეს არის საკმაოდ ეფექტური კრემი და შედეგი ძალიან მალეა თვალსაჩინო - 28 დღის შემდეგ სხეულის გარშემოწერილობა მცირდება 1 ზომით.
თვალის კრემი Esthederm
რაც განასხვავებს Esthederm-ის თვალის შრატს სხვა პროდუქტისგან, არის მისი უნიკალური ფორმულა, რომელიც ზედმიწევნითაა შემუშავებული ინტენსიური დატენიანების უზრუნველსაყოფად. თვალი კრემი ასევე აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შეშუპება და მუქი წრეები. რეგულარული გამოყენებით, ეს ძლიერი შრატი ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის ნიშნების შემცირებას, რაც ანიჭებს თვალებს უფრო ნათელ, მტკიცე და ახალგაზრდა იერს.
Esthederm - ესტედერმი თვალის შრატი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია - დაიტანეთ თვალის ირგვლივ, დღეში ორჯერ, დღისითა და ღამით (დაწოლამდე 2 საათით ადრე).
Algologie სხეულის სკრაბი
Algologie - ალგოლოჟის სხეულის სკრაბი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და უნიკალური კონსისტენცია აქვს. სკრაბი გამდიდრებულია Guérande ზღვის მარილით და დაპატენტებული Algo 4® ბიო-სტიმულატორული კომპლექსით.
ალგოლოჟის სკრაბი არა მხოლოდ აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, არამედ კვებავს მას აუცილებელი მინერალებითა და ელემენტებით. სკრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება უფრო რბილი, აბრეშუმისებრი და იბრუნებს ელასტიკურობასა და სრულყოფილებას.
Martiderm სახის ჰიალურონის შრატი
Martiderm - მარტიდერმი სახის ჰიალურონის შრატი ესპანეთშია დამზადებული და იდეალური პროდუქტია სახის მოვლისათვის. ამ შრატის მთავარი ინგრედიენტია ჰიალურონის მჟავა, რომელიც კანში ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებაა. ის ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და კანს მკვრივ, ახალგაზრდულ იერს უბრუნებს. ჰიალურონის მჟავას აქვს უნარი შეინარჩუნოს 1000-ჯერ მეტი წონა წყალში, რაც მას კანის შესანიშნავ დამატენიანებელ აგენტად აქცევს.
Village11 სახის დასაბანი ქაფი
Village 11 Factory კორეული კანის მოვლის ბრენდია, რომელიც ცნობილია ნაზი, მაგრამ ეფექტური ფორმულირებებით. Village11 - ვილაჯ11 სახის დასაბანი ქაფი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია აკნესკენ მიდრეკილი და ცხიმინი კანისთვის.
ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხიმის ჭარბი გამომუშავებაა. გამწმენდი ქაფი ხელს უწყობს კანის ცხიმიანობის კონტროლს და ამას ბუნებრივი ტენიანობის მოცილების გარეშე უზრუნველყოფს. ამით ბალანსდება ცხიმის გამომუშავება და იზღუდება გამონაყარის განვითარება.
Missha კუშონი
Missha ცნობილი კორეული თავის მოვლის ბრენდია, რომელიც გთავაზობთ კანის მოვლისა და მაკიაჟის პროდუქტების ფართო არჩევანს. ჩვენს კოლექციაში შევიყვანეთ Missha - მისშა კუშონი, რადგან ეს არის ძალიან კომპაქტური სამი ერთში კუშონი. მასში შედის: კანის მოვლა, მაკიაჟი და მზისგან დამცავი SPF 40.
მისშას კუშონი ფარავს ნაოჭებს, ათანაბრებს კანის ფერს, ატენიანებს კანს და იცავს მას მზის სხივებისგან.
Mizon მაკიაჟის მოსაშორებელი, გამწმენდი ბალზამი
Mizon - მიზონი CICALURONIC გამწმენდი ბალზამი 8 სახეობის ჰიალურონის მჟავას შეიცავს. დამამშვიდებელი და დამატენიანებელი გამწმენდი ბალზამი წმენდს კანს, აშორებს წყალგამძლე მაკიაჟს, როგორ სახიდან, ისე თვალებიდან. ის მარტივად აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიკურობას.
ბალზამის შემადგენლობაში შედის ალოე, კურკუმა, ჟოჟობა, აზიური ცენტელა.
Payot ღამის კრემი
ღამე კანი გადის აღდგენის პროცესს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ხელი შევუწყოთ ამ პროცედურას. ფრანგული ბრენდ Payot-ის ღამის კრემი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ცნობილია აღმდგენი და დამამშვიდებელი თვისებებით.
ასევე, ღამის კრემი გაჯერებულია დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ტენიანობის შეკავებასა და კანის დატენიანებას მთელი ღამის განმავლობაში.
გამოყენების წესი შემდეგია: დაიტანეთ საშუალება საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე.
Bioderma მიცელარული სითხე
ბიოდერმა გამწმენდი მიცელარული სითხე ძალიან პოპულარული მიცელარული წყლის პროდუქტია ფრანგული ფარმაცევტული ბრენდ Bioderma-სგან. მიცელარულმა წყლებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ნაზი და ეფექტური გამწმენდი თვისებებით. Bioderma's Sensibio H2O კი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის.
მიცელარული წყალი ეფექტურად წმენდს კანს და აშორებს მას მაკიაჟს. სითხეს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და კანს ბუნებრივ ბალანს უნარჩუნებს.
მიცელარული სითხის გამოყენება შესაძლებელია დილით და(ან) საღამოს. მიცელარული წყლით დაასველეთ კოსმეტიკური ბამბის დისკი, მოიშორეთ მაკიაჟი და ამის შემდეგ ნაზად გაიწმინდეთ სახე და თვალები.
სასაჩუქრე ყუთი
ეს ყველაფერი არ არის, 8 მარტისთვის განკუთვნილი კოლექციის გარდა შევქმენით სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც მრავალფეროვანი პროდუქცია შედის. სასაჩუქრე ყუთი იდეალურია, თუ თქვენთვის ძვირფასი ქალისთვის ასევე ძვირფას საჩუქარს ეძებთ. რა თქმა უნდა, ამ ნაკრებით საკუთარი თავიც შეგიძლიათ დაასაჩუქროთ, ყუთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ თავის მოვლის საშუალებები.

PSP გილოცავთ რვა მარტს და ბედნიერებას გისურვებთ!
