
BEAUTY BOX 2025 გაზაფხული
ბოქსის შემადგენლობაშია:
1. Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი 50 მლ.
2. Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის შრატი 10 მლ.
3. Mizon - მიზონი BB კრემი N25 20 მლ.
4. Missha - მისშა Time Revolution ღამის ამპულა
5. SVR - ესვიერი სახის გელი BIOTIC HYALU 15 მლ.
6. SVR - ესვიერი PHYSIO გელ-მუსი 55 მლ.
7. SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ესენცია 30 მლ.
Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტონერი
რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს სახის კანს, პოლიფენოლი ცხიმის სინთეზის მარეგულირებელი, შავი წერტილების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტია, ექვსი ეთერზეთის კოქტეილი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება, სალიცილის მჟავა კი ავიწროებს ფორებს და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. არ შეიცავს ალკოჰოლს, საპონს, პარაბენს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს. არაკმედოგენური, არ ახშობს ფორებს.
ცხიმიანი და კომბინირებული კანი
დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს კოსმეტიკური ბამბის დისკის საშუალებით და მსუბუქად გაიწმინდეთ სახე.
50 მლ.
Caudalie - კოდალი ცხიმიანი და კომბინირებული კანის შრატი
განკუთვნილია ანთებითი უბნების სამკურნალოდ. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს შავ წერტილებს, პოლიფენოლი - საუკეთესო ანტიოქსიდანტი, არეგულირებს ცხიმის სინთეზს. ამცირებს შავ წერტილებს. 6 ეთერზეთის კოქტეილი - ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. სალიცილის მჟავა - ამცირებს და ავიწროებს ფორებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ვარდის წყალი - ცხიმის კონტროლი და კანის ჯანსაღი ფერი. 97% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები, დერმატოლოგიურად შემოწმებული, არაკომედოგენური, ვეგანური.
დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე.
10 მლ.
Mizon - მიზონი BB კრემი N25
მსუბუქი BB კრემი უზრუნველყოფს საიმედო მზისგან დაცვას 50SPF+ით. კანის უნაკლო მოვლის საშუალება 35% ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტითა და ალანტოინის დამამშვიდებელი ნაზავით სიწითლისა და გაღიზიანების შესამცირებლად. ანიჭებს კანს ერთგვაროვან ფერს, აუმჯობესებს მიკრორელიეფს, ფარავს კანის ნაკლოვანებებს ( შრამი, ფორები, წვრილი ნაოჭები ). აბრეშუმისებრი ტექსტურა კანზე ადვილად დაიტანება და არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას.
ყველა ტიპის კანისთვის
თანაბრად გაინაწილეთ გასუფთავებულ სახის კანზე.
20 მლ.
Missha - მისშა Time Revolution ღამის ამპულა
კონცენტრირებული შრატი ამპულა, შექმნილია ექსკლუზიური ტექნოლოგიით - ორმაგი, ცივი და ცხელი ფერმენტაციით PRO FERMENT რაც განაპირობებს მის ადვილად შეღწევადობას კანის ღრმა ფენებში. შრატი-ამპულა გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, აქვს გამაღიავებელი მოქმედება. ხანგრძლივად ატენიანებს კანს. აძლევს მას სიმკვრივესა და ელასტიურობას. აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და სახის ფერს.
ყველა ტიპის კანი
გამოიყენეთ ამპულა ღამით, სუფთა მშრალ კანზე
SVR - ესვიერი სახის გელი BIOTIC HYALU
ფორმულა მოქმედებს პრებიოტიკების, ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინ C საფუძველზე. განკუთვნილია სიმშრალისკენ მიდრეკილი სახის კანისთვის. ახდენს სახის დატენიანებასა და ჰიდრატაციას. ამცირებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, ამაგრებს კანის ზედაპირის დამცველობით ბარიერს, ათანაბრებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, აქრობს სიმშრალეს, გაღიზიანებას, დაჭიმულობასა და აქერცვლას. აფერხებს დაბერების პროცესს, კანი უფრო მკვრივია, ათანაბრებს კანის ფერს და მიკრორელიეფს. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, აფერხებს თავისუფალ რადიკალებს. ააქტიურებს რეგენერაციას.
დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე.
15 მლ.
SVR - ესვიერი PHYSIO გელ-მუსი
გამწმენდი გელი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის ყველა ტიპისთვის. თხელი ტექსტურის გელი კანზე გარდაიქმნება კრემის მაგვარ ქაფად, რომელიც ადვილად ჩამოიბანება წყლით. წმენდს და აახლებს კანს. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებენ კანის წმენდას წყლის მეშვეობით. მაგნიუმის პეროქსიდაზა: ახდენს კანის დეტოქსიკაციას, ავსებს უჯრედებს ენერგიით და ამდიდრებს მათ ჟანგბადით. ექსკლუზიური დამატენიანებელი კომპლექსი: არბილებს და ელასტიურს ხდის კანს, ამცირებს დაჭიმულობას და ანიჭებს მას კომფორტის შეგრძნებას.
დაიტანეთ დილით და/ან საღამოს ტენიან სახეზე. ჩამოიბანეთ კანი და შეიმშრალეთ ნაზად.
55 მლ.
SVR - ესვიერი ვიტამინ B3 ესენცია
ესენციის განსაკუთრებული ფორმულა შეიცავს დაბალმოლეკულურ და მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას. უზრუნველყოფს სათანადო დატენიანებას 24 საათის განმავლობაში, რის საფუძველზეც კანი ხდება მკვრივი და ხავერდოვანი. განკუთვნილია მშრალი, მგრძნობიარე და გაუწყლოებული კანისთვის, აუმჯობესებს ეპიდერმისის სიმკვრივესა და ელასტიურობას. აღადგენს კანის დამცველობით ბარიერს, კონცენტრირებული ვიტამინი B3 ატენიანებს და ამაგრებს კანს. შეიცავს 83% ნატურალური კომპონენტებს. უნარჩუნებს კანს ტენიანობას 24 საათის განმავლობაში. შეიცავს 2% ნიაცინამიდს, რომელიც ამაგრებს სუსტ კანს. არაკომედოგენური. არ შეიცავს არომატიზატორებს.
გამოიყენება ყოველდღიურად დილით ან/და საღამოს. დაიტანეთ საშუალება გასუფთავებულ, მშრალ, სახისა და ყელის კანზე, მსუბუქად დაიმასაჟეთ.
30 მლ.