
ჩვენება: გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, დემენცია, ინსულტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენდოგენურ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნის პროცესში. კოენზიმ Q10 სინთეზირდება ღვიძლში, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციას და სისხლმომარაგებას, იგი ავლენს ანტიარითმიულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ამცირებს ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
კოენზიმ Q10 აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს თავის ტვინის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციას. კოენზიმ Q10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, მიკროცირკულაციას, ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
კოენზიმ Q10 აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებში უჯრედულ დონეზე, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ავლენს ანტისკლეროზულ მოქმედებას, ანელებს დაბერების პროცესებს, გააჩნია დეტოქსიკაციური მოქმედება.
კოენზიმ Q10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისადმი. ზრდის ამტანობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი) – 120 მგ.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინის კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.