
ვიტამინი E 400სე 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
E ვიტამინი - ახალგაზრდობის და სილამაზის ვიტამინი
ამვილაბის E ვიტამინი შეიცავს დ - ალფა ტოკოფეროლის ნატურალურ ფორმას, რომელსაც აქვს გაცილებით მაღალი ბიოშეღწევადობა, ვიდრე E ვიტამინის სინთეზურად მიღებულ ფორმებს. რბილი ზეთოვანი კაფსულა უზრუნველყოფს E ვიტამინის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ.
E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. მონაწილეობს უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბoლოზმში, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას და კაპილარულ სისხლჩაქცევებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სითეზს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, აფერხებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
E ვიტამინი მონაწილეობს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10 - ის სინთეზში, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია თმის, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ახდენს კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს მას გამოშრობისა და გაღიზიანებისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს, ამცირებს ნაოჭებს, ანელებს დაბერების პროცესს.
E ვიტამინი დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზში, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.
E ვიტამინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს მიელინის გარსს დაზიანებისგან, ანელებს ტვინის უჯრედების დაბერების პროცესს, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას
E ვიტამინი (დ - ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) - 400 სე.
1 კაფსულა დღეში კვების დროს.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar