
გამოიყენება სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტოფიული დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
გლუვილექსი ულტრა 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
გლუვილექსი ულტრა შეიცავს ძლიერმოქმედ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, იმუნომოდულატორულ ინგრედიენტებს:
გლუვილექსი ულტრა აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციულ ცვლილებებს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირის და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების, ასევე მოძრაობის დროს. გლუვილექსი ულტრა ეფექტით უტოლდება აასს-ს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს აასს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომზე. აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ დაზიანების კერაში.
ბოსველია სერატა - გლუვილექსი ულტრა შეიცავს ბოსველია სერატას (გუმფისი - წებოვანი ექსტაქტი) მაღალ კონცენტრატს, სადაც ბოსველიის მჟავების /AKBA (აცეტილ-კეტო -β-ბოსველიას მჟავა) შემცველობა 65 % -ს აღწევს.
კურკუმინი - აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აინჰიბირებს ისეთ პრო-ანთებით მედიატორებს, როგორებიცაა ინტერლეიკინი-1-β, TNF-α (სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი -ალფა), ცოგ-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) და PGE2 (პროსტაგლანდინი E2), რის შედეგადაც მცირდება ტკივილი და შეშუპება.
ჯინჯერი - აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი ბლოკავს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევას, ჯინჯეროლი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით.
UC II არადენატურირებული II ტიპი კოლაგენი - ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, იგი უცვლელი სახით აღწევს წვრილ ნაწლავებში, შედეგად, სახსრებში კოლაგენის დეგრადაციის/დაშლის პროცესი ფერხდება. გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას, ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს, ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესებს.
გლუკოზამინის სულფატი - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მონაწილეობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ხელს უწყობს ხრტილის ზედაპირისა და სახსრის ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სინოვიალური სითხის წარმოქმნას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის უნარს, ამცირებს თანმხლებ ანთებით პროცესს, ტკივილს და მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს).
ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენელი ნაწილი. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყობს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას. წარმოადგენს სითხის ე.წ. ,,რეზერვუარს’’, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.
ბიოპერინი (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი) აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას.
3 ტაბლეტი შეიცავს :
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
2- 3 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30, N90 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.