
გამოიყენება ორგანიზმის ენერგიით გასამდიდრებლად, წვავს ცხიმებს და ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს.
L კარნიტინი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
L კარნიტინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში გამომუშავდება კარნიტინის დღიური მოთხოვნილების მხოლოდ 10%, დანარჩენი უნდა შეივსოს საკვები პროდუქტებით ან საკვები დანამატებით. კარნიტინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენებში.
L კარნიტინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის გამდიდრება ენერგიით - ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც მათი დაშლის (β - დაჟანგვა) შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ). L კარნიტინი არეგულირებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და ენერგომომარაგებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აზროვნების გაუმჯობესებას.
ამვილაბის L კარნიტინი ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა, რომელსაც ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი
L კარნიტინი - 500 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფხვნილი. არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.
მიიღება 6 წლის ასაკიდან 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: L-კარნიტინი 500მგ 60 ტაბლეტი სოლგარი - Solgar