
გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებების დროს.
პანკრეატინი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ძლიერი ფერმენტული აქტივობის პანკრეატინი საჭმლის მომნელებელი ფუნქციის გასაუმჯობესებლად
პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ამილაზა, ლიპაზა, პროტეაზა აუმჯობესებს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მონელების პროცესს და ხელს უწყობს მათ სრულ შეწოვას წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს პანკრეატინი აკომპენსირებს კუჭქვეშა ჯირკვლის შიდასეკრეტორული ფუნქციის უკმარისობას.
ლიპაზა ახდენს ცხიმების ჰიდროლიზს ცხიმოვან მჟავებსა და გლიცეროლამდე, ამგვარად, უზრუნველყოფს მათ შეწოვას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას. ამილაზა ახდენს ნახშირწყლების ჰიდროლიზს შაქრებსა და დექსტრინამდე, პროტეაზა ხელს უწყობს ცილების მონელებას, შედეგად პანკრეატინი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას, ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, ამცირებს დისკომფორტს მუცლის არეში (სიმძიმის შეგრძნება კუჭში, გულისრევა, ბოყინი).
· საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი)
· დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა)
· კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე)
· კუჭისა და ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა
· არასწორი კვება, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება
2 კაფსულა შეიცავს: პანკრეატინი - 650 მგ. ფერმენტული აქტივობით: ამილაზა - 65000 USP, პროტეაზა - 65000 USP, ლიპაზა - 5200 USP.
1 ან 2 კაფსულა 3 - ჯერ დღეში კვების დროს.
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.