
ჭურჭლისა და სათამაშოს სარეცხი საშუალება სინერჯეტიკი - Synergetic
ბავშვთა ჭურჭლის სარეცხი კონცენტრირებული სარეცხი საშუალება სინერჯეტიკი არის ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური სარეცხი საშუალება ბავშვთა ჭურჭლის, ბოთლების, სათამაშოებისა და სხვა ბავშვთა ნივთების გასარეცხად. მცენარეული ზეთისგან მიღებული რბილი, ბიოდეგრადირებადი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები უზრუნველყოფს კარგ ქაფსა და ეფექტურად აშორებს ცხიმსა და სუნს ცივ წყალშიც კი. პროდუქტში შემავალი მცენარეული გლიცერინი იცავს ხელების კანს სიმშრალისა და გაღიზიანებისგან. ICEA-ს საერთაშორისო ეკოლოგიური სერტიფიკატი ადასტურებს პროდუქტის ბიოდეგრადირებადობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას. არ შეიცავს საღებავებსა და არომატიზატორებს და მთლიანად ირეცხება წყლით.
500 მლ.