
ტილების საწინააღმდეგო ქუდებში შემავალი ეთერზეთების მიკრომოლეკულები, სრულიად აზიანებენ ტილის სასუნთქ სისტემას და ტილის სიცოცხლისუნარიანობა წყდება. გარდა ამისა, ალოე ვერას გააჩნია ანტისეპტიკური, ქავილის საწინააღდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება , რაც უზრუნველყოფს თავის კანზე ქავილისგან განვითარებული ჭრილობების სწრაფ აღდგენას.
მედ ქოვერის ტილის საწინააღმდეგო ქუდი
გამოშვების ფორმა: ორი ცალკეულად შეფუთული ქუდი მეტალის სავარცხელთან ერთად
ტილების საწინააღმდეგო ქუდები წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას ტილის მკურნალობისთვის. ქუდები ერთადერთია მსოფლიოში , თავისი გამოშვების ფორმით და გამოყენების წესის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია ორმაგი მკურნალობის პრინციპი. ვმკუნალობთ დღეს ( პირველი ქუდი) და კონტროლს ვაკეთებთ 10 დღეში ( მეორე ქუდი). ეფექტურობა 99,99%!
თავის ტილი არის პატარა, მონაცრისფრო- მოთეთრო ფორმის პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს თავის თმიან ნაწილში. იგი დღის განმავლობაში დებს 7-10 კვერცხს, რომელსაც ეწოდება წილები და მიმაგრებულია თმებზე, თავის ქალასთან ახლოს. მათგან ტილის გამოჩეკა ხდება 8 დღეში. გამოჩეკის შემდეგ კვერცხის გარეკანი უფრო შესამჩნევი ხდება, ის თავისით არ სცილდება თმას, მისი მოცილება თმის ზრდასთან ერთად ხდება. ტილების გავრცელებას ხელს უწყობს თმის თმასთან კონტაქტი, ვინაიდან ეს პარაზიტი არც დაფრინავს და არც დახტის დიდ მანძილზე. კვერცხი დაფარულია მყარი გარსით - ქიტინით, მასზე არ მოქმედებს არანაირი ქიმიური თუ მცენარეული საშუალება, სანამ მისგან არ გამოიჩეკება ცოცხალი ნიმფა. ტილის მკურნალობის პროცესში გარანტირებული შედეგის მისაღწევად , აუცილებელია ორმაგი მკურნალობის ჩატარება , რადგან თუ გაიპარა კვერცხი( რაც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ), მისგან მე-7 დღეს იჩეკება ახალი ცოცხალი არსება , რომელიც ერთვება განვითარების ახალ ციკლში და თავიდან ხდება დასნებოვნება. (სხვა მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებლად წაიკითხეთ და დააზუსტეთ , რამდენად დასაშვებია მისი გამოყენება განმეორებით 10 დღის შემდეგ, რადგან ქიმიური საშუალებები გამოიყენება მხოლოდ 1 ჯერ თვის განმავლობაში )
შემადგენლობა :
მოქმედების მექანიზმი : ტილების საწინააღმდეგო ქუდებში შემავალი ეთერზეთების მიკრომოლეკულები, სრულიად აზიანებენ ტილის სასუნთქ სისტემას და ტილის სიცოცხლისუნარიანობა წყდება. გარდა ამისა, ალოე ვერას გააჩნია ანტისეპტიკური, ქავილის საწინააღდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება , რაც უზრუნველყოფს თავის კანზე ქავილისგან განვითარებული ჭრილობების სწრაფ აღდგენას.
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას
ნაბიჯი 1: ტილის აღმოჩენა
მედ ქოვერის ტილის საწინააღმდეგო ქუდში შემავალი მეტალის სავარცხელის გამოყენების წინ, რომელიც არის თხელი და ხრახნიანი,ოჯახის ყველა წევრმა გულდასმით უნდა შეიმოწმოს თმა კარგად განათებულ ადგილას. აუცილებელია, მკურნალობა დაიწყოთ იმ დღესვე, როდესაც მოხდება ტილის აღმოჩენა.
*ტილი უმეტესად ვრცელდება კისრის მიმდებარედ თმის ძირებში და ყურის უკანა მხარეს,რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწორედ ამ მიდამოს
*გააცალკევეთ და შეამოწმეთ თმის ძირები
*სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად,აუცილებელია სავარცხელი გამოყენების შემდგომ კარგად გასუფთავდეს წყლით.
ნაბიჯი 2 : ტილის საწინააღმდეგო ქუდის გამოყენების ტექნიკა
ყუთში არსებული ორივე ქუდი არის იდენტური. მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი მათგანით
( შესვენება 10 წუთი + 2 წუთი მასაჟი თანმიმდევრობით ქუდის მოხსნის გარეშე) .რომ მოვხსნით ქუდს თმა უნდა იყოს მთლიანად გაჟღენთილი და სველი ქუდში არსებული სითხით.
ნაბიჯი 3: გაიმეორეთ სამკურნალო პროცედურა 10 -12 ან 14 დღის შემდეგ
ტილის საწინააღმდეგო ქუდში შემავალი მეორე ქუდი, უზრუნველყოფს სრულიად გაანადგუროს კვერცხიდან ახლად გამოსული ნიმფა ,რაც იძლევა გარანტიას ტილის წინააღმდეგ ეფექტურ მკურნალობაში. გამოიყენეთ მეორე ქუდი იგივე პრინციპით,როგორც პირველი.
შენიშვნა: თითოეული ქუდი არის ერთჯერადი
არ დაგავიწყდეთ პირადი ნივთების დეზინფექცია. შემდგომი ინფიცირებისგან პრევენციის მიზნით, ტანსაცმელი, რომელიც იყო კონტაქტში თავთან, პირსახოცი, სავარცხელი, პირადი ნივთები, აუცილებელია დეზინფიცირდეს 60°C ტემპერატურაზე.გაასუფთავეთ სახლი და მანქანა ყურადღებით.გაიტანეთ ნივთები ჰაერზე 24- 48 საათის განმავლობაში.
გაფრთხილება:
ორსულობა და ლაქტაცია :
მედ ქოვერის ტილის საწინააღმდეგო ქუდის გამოყენება არ წარმოადგენს პრობლემას ორსულებისთვის. მიუხედავად ამისა, ქუდის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის
შენახვის პირობები და ვადები:
მწარმოებელი : MEDOFFICE HEALTH INDUSTRY AS.