
ჩვენება: ტრავმა ან ქირურგიული დაზიანება პოსტ-ქირურგიული მანიპულაციები და კუნთის ან მყესების დაზიანებისას ამცირებს შეშუპებას, ტკივილს ხელს უშლის პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვებას
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი ყოველი კაფსულა შეიცავს: სერაპეპტიდაზა 60მგ, ტრიფსინი 10მგ (360 სე), ქიმოტრიფსინი 2მგ (300 სე).
შეფუთვაში 20 კაფსულა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სერაპეპტიდაზა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, წარმოადგენს პროტეოლიზურ ფერმენტს – მიღებულს არაპათოგენური Serratia E-15 ენტერობაქტერიიდან. ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი მოქმედებენ ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლიან პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგული მოქმედების წყალობით Serazin-ს ახასიათებს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური აქტივობა, აგრეთვე სწრაფი მოქმედება ანთების ლოკალურ კერაში. სერაზინი ზრდის დეტრიტის და ფიბრინის დეპოზიტების ელიმინაციას ანთების კერიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიური პროდუქტებისა და მკვდარი ქსოვილების ლიზისს; აუმჯობესებს ჰემატომის და შეშუპების გაწოვას; ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის განვლადობის ნორმალიზებას. პერორალური მიღებისას სერაზინში შემავალი ფერმენტების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში - ინტაქტური მოლეკულების რეზორბციის გზით, რის შედეგადაც ფერმენტი შედის კავშირში სისხლის სატრანსპორტო ცილებთან და აღწევს სისხლში. ამის შემდგომ ხდება ფერმენტების მიგრაცია სისხლის მიმოქცევის წრეში და კონცენტრირდება პათოლოგიური პროცესის კერაში. სერაზინს აგრეთვე ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, იგი ახდენს ტკივილის მედიატორების (ბრადიკინინის, ჰისტამინის, სეროტონინის) ჰიდროლიზს ანთების კერაში. სერაზინის მიღებისას იზრდება ანტიმიკრობული საშუალების ეფექტურობა და, ამასთან, მცირდება მიკროორგანიზმების რეზისტენტობა მათ მიმართ.
ჩვენებები:
უკუჩვენება:
გაფრთხილება:
სიფრთხილით ინიშნება სისხლის კოაგულაციის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.
შენახვის ვადა და შენახვის პირობები:
3 წელი. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
Honor Pharmaceutical Industry Trade Co.Ltd.