
სალუტემ D3
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
გამოშვების ფორმა: 15მლ თხევადი სუსპენზია
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 - 50000 IU (1000 UI/10 წვეთი ).
დამხმარე ნივთიერებები: ზეითუნის ზეთი-13.56 გრ., ტოკოფეროლის ნაზავი-0.008 გრ.
სპეციალური მითითება:
10 წვეთი შეიცავს 1000 UI ქოლეკალციფეროლს. არ შეიცავს შაქარს.
სალუტემ D3 რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის.ის წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს:
• კბილებისა და ძვლების გამაგრებაში
• დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში
• ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში
• იმუნიტეტის შენარჩუნებაში
• ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში
• რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში
• კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში
• ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზაციაში
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას.
პერორალური მიღებისას ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) თითქმის მთლიანად (80% -მდე) შეიწოვება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ იკლებს და დიდხანს რჩება მუდმივ დონეზე.
• რაქიტი
• D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობები )
• ოსტეოპოროზი (სხვადასხვა გენეზის)
• ოსტეომალაცია (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური
ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღებაზე უარი დიეტის დაცვის ფონზე)
• ჰიპოპარათირეოზი
• 4 -14 წლამდე - რაქიტის შემთხვევაში ინიშნება 10 წვეთი დღეში ჭამის დროს
• 14 წლიდან D ვიტამინის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის საპროფილაქტიკო დოზა - 10 წვეთი დღეში.
სხვა შემთხვევაში - 20 - 30 წვეთი დღეში.
პრეპარატი გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს. მიღების ხანგრძლივობას და დოზირებას განსაზღვრავს ექიმი.
ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე.
დღიური რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
გამოშვების ფორმა:
15 მლ ღია ყვითელი ფერის ხსნარი მინის ფლაკონში საცობი - საწვეთურით პოლიეთილენისაგან და ხრახნიანი თავსახურით პოლიპროპილენისაგან. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინახება 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 3 წელი.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ასევე, იხილეთ: Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლ